“MATCHDAY BY SETANTA” (შემდგომში „MATCHDAY”) (წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „მაჩდეი“-ს (ს/კ: 404789715) მიერ) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს აძლევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას.
იურიდიული მისამართი: 0108, კოსტავას ქუჩა N14 , ქ.თბილისი, საქართველო (შემდგომში, როგორც „ჩვენ” ან „MATCHDAY“)
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლების (შემდეგში, როგორც „თქვენ,“ „თქვენი“) პერსონალური მონაცემები იყოს დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.
წინამდებარე პოლიტიკისა (შემდგომში „პოლიტიკა“) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისათვის „MATCHDAY“ მოქმედებს, როგორც მონაცემთა „დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი“.
პოლიტიკის მიზანია, გაგიზიაროთ, რა პრინციპების შესაბამისად, რა საფუძვლებითა და მიზნებით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე, რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ.
წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღო ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
საიტის გამოყენებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
დოკუმენტი გამიზნულია:
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ:
თქვენთვის შესაბამისი სერვისების/პროდუქტების მოწოდებისას, მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს:
ვებგვერდზე ვერიფიკაციის გავლისას „MATCHDAY“-ის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი ბიომეტრიული მონაცემები, კერძოდ, სახის მახასიათებლები.
„MATCHDAY” უზრუნველყოფს, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა (“Unsubscribe”, “SMS OFF”).
მონაცემები შეიძლება გაზიარდეს მომსახურების უზრუნველსაყოფად ან კანონით მოთხოვნილ შემთხვევებში.
მონაცემები შესაძლოა გადაეცეს სხვა ქვეყნებში შესაბამისი დაცვის პირობებით.
ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა დასაცავად.
მონაცემები ინახება მომსახურების პერიოდში და დამატებით მაქსიმუმ 3 წელი.
მონაცემების მიუწოდებლობამ შეიძლება შეზღუდოს მომსახურება.
პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად განახლდეს.
დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: [email protected]
უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.