6-9 მარტი, 2026

დერბი დელა მადონინა: მილანი vs ინტერი

₾ 4595
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
მილანური დერბი

სან სირო: მილანური კლასიკა

მილანელ ფანებთან ერთად პირადად იგრძნობ იმ ენერგიას, რომლითაც დერბის დროს ქალაქი იმუხტება. სან სირო თამაშის დღეს არის ის, რაც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა უნდა გამოცადოს. ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია, ნახო მილანური დერბი ამ ლეგენდარულ არენაზე.
დღე 1
ჩასვლა და საღამო პაბში

მილანში ჩასვლის შემდეგ, სასტუმროში დაბინავდები და დაისვენებ. წინ დიდებული ქალაქი გელოდება. ეს მოგზაურობა მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლება. გეგმაში საღამოს პაბში შეკრებაა, სადაც მოგზაურებს ლუდის თანხლებით აზრების გაცვლისა და ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა გექნებათ.

დღე 2
თავისუფალი დღე

შეგიძლია ეს დღე მილანის ასათვისებლად გამოიყენო. მსოფლიო მოდის დედაქალაქი სავსეა ისტორიული ძეგლებითა და უგემრიელესი საკვები ობიექტებით. თუ მასპინძლის რეკომენდაციებს მიჰყვები, ისეთ ადგილებსაც აღმოაჩენ, რომლებიც ტურისტულ რუკებზე ნაკლებად ჩანს.

დღე 3
დერბის დღე

წინ, დიდი დღეა! პაბში ადგილობრივ ქომაგებს შეხვდები და მატჩისთვის ლუდთან ერთად დაიმუხტები. ამის შემდეგ, სან სიროსკენ ფანების მსვლელობას შეუერთდები და ლეგენდარულ დერბის იხილავ.

დღე 4
დამშვიდობების დროა

მოგზაურობა სრულდება, თუმცა მატჩის ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ მილანურ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.

გამოცადე დერბი მილანელ ფანებთან ერთად

დაჯავშნე
ადგილი
მატჩის ბილეთი

ოფიციალური ბილეთი სან სიროს კარის უკანა ტრიბუნაზე (ზედა იარუსი).

განთავსება (ორადგილიან ნომერში)

3 ღამეს გაატარებ სასტუმროში NH Milano Touring.

ქალაქის ტური

მილანის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

ადგილობრივი მასპინძელი

გამოცდილი მეგზური, რომელიც ადგილობრივ კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და მატჩთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.

მატჩისწინა შეკრება

ადგილობრივ ქომაგებს პაბში შეუერთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.

საღამო პაბში

პირველი დღის ბოლოს ჯგუფთან ერთად პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).

მსგავსი მოგზაურობები

პრემიუმ ტური: ლივერპული vs ჩელსი

ბელგია Formula 1 Grand Prix

იტალია Formula 1 Grand Prix

swipe
1/3