პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

1. შესავალი

“MATCHDAY BY SETANTA” (შემდგომში „MATCHDAY”) (წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „მაჩდეი“-ს (ს/კ: 404789715) მიერ) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს აძლევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას.

იურიდიული მისამართი: 0108, კოსტავას ქუჩა N14 , ქ.თბილისი, საქართველო (შემდგომში, როგორც „ჩვენ” ან „MATCHDAY“)

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლების (შემდეგში, როგორც „თქვენ,“ „თქვენი“) პერსონალური მონაცემები იყოს დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.

წინამდებარე პოლიტიკისა (შემდგომში „პოლიტიკა“) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისათვის „MATCHDAY“ მოქმედებს, როგორც მონაცემთა „დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი“.

პოლიტიკის მიზანია, გაგიზიაროთ, რა პრინციპების შესაბამისად, რა საფუძვლებითა და მიზნებით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე, რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ.

წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღო ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.

საიტის გამოყენებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.

 

2. ვისთვის არის გამიზნული პოლიტიკის დოკუმენტი?

დოკუმენტი გამიზნულია:

  • პლატფორმის მომხმარებლებისთვის (მათ შორის: რეგისტრირებული, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებელი);
  • პლატფორმის მომხმარებლების კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
  • ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება გამოხატავს ინტერესს ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.

 

3. პერსონალური მონაცემების შეგროვების გზები

ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ:

  • რეგისტრაციისას;
  • მომხმარებლის ვერიფიკაციისას;
  • თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობისას;
  • მომსახურებისა და პროდუქტის მიღების მიზნით ჩვენთან კომუნიკაციისას (მათ შორის: სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით მომართვა და სხვ.);
  • მესამე პირებისგან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.

 

4. პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვამუშავებთ

თქვენთვის შესაბამისი სერვისების/პროდუქტების მოწოდებისას, მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი ან რეგისტირებული მისამართი და სხვა;
  • საბანკო ინფორმაცია: საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები;
  • კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები;
  • ტექნოლოგიური მონაცემები;
  • მომხმარებლის ქცევისა და პრეფერენციების მონაცემები;
  • ანგარიშზე წვდომის დეტალები;
  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (ბიომეტრიული).

 

5. ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება

ვებგვერდზე ვერიფიკაციის გავლისას „MATCHDAY“-ის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი ბიომეტრიული მონაცემები, კერძოდ, სახის მახასიათებლები.

„MATCHDAY” უზრუნველყოფს, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

6. რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს?

  • მომსახურების გასაწევად;
  • სერვისების გაუმჯობესებისთვის;
  • შეტყობინებების გამოსაგზავნად;
  • კომუნიკაციისთვის;
  • მონიტორინგისთვის;
  • უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • რეპორტებისა და ანალიზისთვის;
  • მარკეტინგული მიზნებისთვის.

 

7. პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის

თქვენი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა (“Unsubscribe”, “SMS OFF”).

 

8. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

  • თქვენი თანხმობა;
  • კანონმდებლობა;
  • ხელშეკრულება;
  • ლეგიტიმური ინტერესები.

 

9. პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებისთვის გაზიარება

მონაცემები შეიძლება გაზიარდეს მომსახურების უზრუნველსაყოფად ან კანონით მოთხოვნილ შემთხვევებში.

 

10. მონაცემების საერთაშორისო გადაცემა

მონაცემები შესაძლოა გადაეცეს სხვა ქვეყნებში შესაბამისი დაცვის პირობებით.

 

11. თქვენი უფლებები

  • ინფორმაციის მიღება;
  • მონაცემებზე წვდომა;
  • შესწორება;
  • წაშლა;
  • დაბლოკვა;
  • თანხმობის გაუქმება;
  • პორტირება.

 

12. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა დასაცავად.

 

13. მონაცემთა შენახვის ვადა

მონაცემები ინახება მომსახურების პერიოდში და დამატებით მაქსიმუმ 3 წელი.

 

14. მონაცემების მოუწოდებლობის შედეგები

მონაცემების მიუწოდებლობამ შეიძლება შეზღუდოს მომსახურება.

 

15. ცვლილებები პოლიტიკაში

პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად განახლდეს.

 

16. კონტაქტი

დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: [email protected]

 

17. შეუსაბამობა ენობრივ ტექსტებს შორის

უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.