MATCHDAY by SETANTA წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
1.1. MATCHDAY BY SETANTA ( შემდგომში „MATCHDAY“) არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს („თქვენ“) შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები და დამატებითი მომსახურებები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სპორტული, გასართობი და/ან კულტურული ღონისძიებებისთვის („MATCHDAY სერვისი“).
1.2. MATCHDAY სერვისს გთავაზობთ შპს „მაჩდეი“ („ჩვენ“), საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომლის იურიდიული მისამართია: კოსტავას ქ. N14, ქ. თბილისი; საიდენტიფიკაციო კოდი: 404789715.
1.3. MATCHDAY სერვისის გამოყენებამდე, თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ გამოყენების წესებსა და პირობებს („წესები“). თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, თქვენ არ გაქვთ MATCHDAY სერვისით სარგებლობის უფლება. MATCHDAY სერვისის გამოყენებით თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით წინამდებარე წესებს.
1.4. ჩვენ შეიძლება დროდადრო შევცვალოთ ეს წესები, ამიტომ გთხოვთ, პერიოდულად გაეცნოთ მას. შეცვლილი წესები ძალაში შევა ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. თქვენ ვალდებული ბრძანდებით, გაეცნოთ განახლებულ წესებს. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება გამოყენების პირობებს, მან თავი უნდა შეიკავოს ვებ-გვერდით შემდგომი სარგებლობისგან.
1.5. თქვენ შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] ან ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული საკონტაქტო ფორმის გამოყენებით.
2. ტერმინთა განმარტება
2.1. „ღონისძიება“ ნიშნავს სპორტულ, გასართობ ან/და კულტურულ ღონისძიებას, რომლისთვისაც ბილეთი ხელმისაწვდომია ან/და იყიდება -ის საშუალებით.
2.2. „ღონისძიების პარტნიორი“ ნიშნავს კონკრეტულ, ღონისძიებასთან დაკავშირებულ მესამე მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ მოვალეობებზე, როგორიცაა უსაფრთხოების შემოწმება, სპორტსმენთა ან არტისტთა კოორდინაცია, ან ღონისძიებისთვის აუცილებელი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციული საქმიანობა.
2.3. „დამატებითი მომსახურებები“ ნიშნავს დამატებით მესამე მხარის სერვისებს, რაც მოიცავს სტუმრების განთავსებას ან/და სხვა მომსახურებას, რომელიც MATCHDAY -ის მიერ არის კოორდინირებული და რამაც შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი დასწრება ღონისძიებაზე ან რომლითაც შესაძლოა ღონისძიებაზე დასწრებისაგან დამოუკიდებლად ისარგებლოთ. ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ სასტუმროში განთავსებით, კერძო ან ჯგუფური ტრანსფერებით, გიდებით, ტურებით, კერძებით, ადგილობრივი მასპინძლობით, კულტურული ან დასასვენებელი აქტივობებით და სხვა მესამე მხარის მომსახურებით.
2.4. „ბილეთი“ ნიშნავს პრემიუმ ღონისძიებაზე დასწრების უფლებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, შესაბამის ღონისძიებაზე დასწრების გარდა, მესამე მხარეების მიერ მოწოდებულ გარკვეულ დამატებით მომსახურებასა და აქტივობებს, როგორიცაა ლაუნჯები, საკვები და სასმელი, მერჩენდაიზს ან ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობებს.
2.5. „მესამე მხარე“ ნიშნავს ნებისმიერ გარე მომსახურების მიმწოდებელს ან სხვა სუბიექტს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ბილეთების, დამატებითი მომსახურებების ან ნებისმიერი სხვა მომსახურების მიწოდების მიზნით. ეს ასევე მოიცავს ღონისძიების პარტნიორებს და სხვა მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული კონკრეტულ ღონისძიებასთან.
3. სერვისით სარგებლობის ძირითადი პირობები
3.1. MATCHDAY -ის მეშვეობით ბილეთებისა და დამატებითი მომსახურებების შესაძენად, თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვნების ასაკს მიღწეული. MATCHDAY სერვისის ამ წესების შესაბამისად გამოყენებით, თქვენ აღიარებთ, რომ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ პირობას. გარდა ამისა, ჩვენ და მესამე მხარეები ვიტოვებთ უფლებას, დავაწესოთ დამატებითი ასაკობრივი შეზღუდვები გარკვეულ ღონისძიებებთან მიმართებით.
3.2. ბილეთებისა და დამატებითი მომსახურებების შესაძენად: ა) თქვენ მოგეთხოვებათ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის (მაგალითად, თქვენი ელე
ქტრონული ფოსტის მისამართის) მიწოდება; ბ) შეიძლება მოგეთხოვოთ თქვენი მოქმედი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოს წარდგენა; და (გ) შეიძლება მოგთხოვონ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დადასტურება, ჩვენი უსაფრთხოების პროცედურების ფარგლებში. თუ გადაწყვეტთ ფორმის წარდგენისას მოწოდებულ მონაცემებში რაიმე ცვლილების შეტანას, ჩვენი უსაფრთხოების პროცედურების ფარგლებში, შეიძლება, მოგთხოვონ თქვენს მიერ მოწოდებული განახლებული ინფორმაციის დადასტურება. ფორმის წარდგენისას თქვენ უნდა გამოიყენოთ ზუსტი და განახლებული პირადი ინფორმაცია. თქვენს მიერ მოწოდებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, თქვენ უნდა გვაცნობოთ და განაახლოთ ინფორმაცია. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
3.3. თქვენი პირადი მონაცემები დაცულია, მაგრამ შეიძლება გაზიარდეს მესამე მხარეებთან ბილეთებისა და დამატებითი მომსახურებების თქვენთვის მოწოდების მიზნით. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected], თუ შეამჩნევთ უსაფრთხოების რაიმე პოტენციურ ან რეალურ დარღვევას.
3.4. MATCHDAY სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში. თქვენ არ გაქვთ უფლება შეიძინოთ MATCHDAY სერვისი VPN-ის ან „ადგილმდებარეობის შეცვლის“ ნებისმიერი ტექნოლოგიის მეშვეობით. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ თქვენ MATCHDAY სერვისით საქართველოს გარდა სხვა ტერიტორიებიდან სარგებლობთ, ჩვენ უფლება გვაქვს, მივიღოთ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები და ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ თქვენთვის მომსახურების გაწევაზე.
3.5. MATCHDAY -ის მეშვეობით მიღებული ბილეთები ან/და დამატებითი მომსახურებები განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და არ შეიძლება მათი გადაყიდვა ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება.
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: („კონფიდენციალობის პოლიტიკა“) და თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
5. ბილეთები
5.1. ბილეთები მოწოდებული იქნება მესამე მხარეების მიერ/მეშვეობით და მათი გამოყენება შეიძლება ექვემდებარებოდეს მათ წესებსა და პირობებს. მესამე მხარის ნებისმიერი სხვა მომსახურება ბილეთის ნაწილია მხოლოდ მოხერხებულობის მიზნით და არ წარმოადგენს ტურისტულ პაკეტს ან დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებას. MATCHDAY-ის მიერ გაყიდული ბილეთები ლეგიტიმურად არის მოპოვებული ავტორიზებული პარტნიორებისგან შემდგომი რეალიზაციისთვის. თუმცა, მომხმარებლებს არ აქვთ ბილეთების შემდგომი გადაყიდვის უფლება.
5.2. პლატფორმაზე შესაძენად ხელმისაწვდომი ბილეთების რაოდენობა და ტიპი განსხვავდება ყოველ კონკრეტულ ღონისძიებაზე და ბილეთი ლიმიტირებულია რაოდენობაში.
5.3. ბილეთის შეძენის პროცესში ნაჩვენები ადგილების რუკები, დიაგრამები და სხვა სახის ფოტო და სარეკლამო მასალა მხოლოდ საორიენტაციო მიზნისთვისაა განკუთვნილი. ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილების განლაგება და კონკრეტული მდებარეობა, ან გამოყოფილი ადგილები, შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
5.4. ნებისმიერი ბილეთის შეძენისას თქვენ ეთანხმებით:
5.4.1. წინამდებარე წესებს;
5.4.2. ღონისძიებაზე გამოსაყენებელი ნებისმიერ სპეციალურ წესებსა და პირობებს;
5.4.3. მესამე მხარის სხვა პირობებს.
5.5. კონფიდენციალობის პოლიტიკა და 5.4 მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ჩვენს და თქვენს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს.
5.6. ბილეთების შეძენის შემდეგ მათი გაცვლა ან თანხის დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა ამ პირობების შესაბამისად დადგენილი შემთხვევებისა. წინამდმებარე წესებში მოცემული პირობები არ ახდენს გავლენას თქვენი, როგორც მომხმარებლის კანონიერ უფლებებზე.
6. დამატებითი მომსახურებები
6.1. დამატებითი მომსახურებები შეიძლება გასცდეს ამ წესებში ჩამოთვლილ მაგალითებს და მათი მორგება შესაძლებელია ინდივიდუალურად, თქვენთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. დამატებითი მომსახურებები შეიძლება გაიყიდოს ბილეთებისგან დამოუკიდებლად, რა შემთხვევაშიც ისინი არ წარმოადგენენ ერთ პროდუქტს ან მომსახურებას.
6.2. MATCHDAY ქმნის ან კოორდინაციას უწევს დამატებით მომსახურებებს თქვენთან კომუნიკაციის გზით და მესამე მხარეების პირობების შესაბამისად. ჩვენი გუნდის სპეციალური წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენ ინტერესის დაფიქსირების შემდეგ, რათა განიხილოს თქვენი პრეფერენციები, გაგაცნოთ ხელმისაწვდომი ვარიანტები და მოარგოს დამატებითი მომსახურებები თქვენს საჭიროებებს შესაძლებლობების ფარგლებში. დამატებითი მომსახურებების ინდივიდუალური ელემენტები (მაგალითად, სასტუმრო, ტრანსპორტი ან კვება) სრულდება დამოუკიდებელი მესამე მხარეების მიერ, რომელებიც მოქმედებენ საკუთარი წესებისა და პირობების შესაბამისად. მესამე მხარეების წესები და პირობები წარმოადგენს ჩვენი შეთანხმების განუყოფელ ნაწილს თქვენთან.
6.3. დამატებითი მომსახურებები არ იყიდება „ტურისტული პაკეტის“ ან „დაკავშირებული ტურისტული მომსახურების“ სახით.
6.4. დადასტურებისა და გადახდის შემდეგ, დამატებითი მომსახურებების თანხა არ ბრუნდება. თუ მესამე მხარე გააუქმებს ან ვერ უზრუნველყოფს დამატებითი მომსახურებების კონკრეტულ ელემენტს, MATCHDAY გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას, რათა დაგეხმაროთ ალტერნატივების პოვნაში ან მიმწოდებლისგან თანხის დაბრუნების მოთხოვნაში, თუმცა MATCHDAY არ არის ვალდებული თავად შემოგთავაზოთ ჩანაცვლება ან დაგიბრუნოთ თანხა. ყოველგვარი ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად განვმარტავთ, რომ დამატებითი მომსახურებების საფასური არცერთ შემთხვევაში არ ბრუნდება, მათ შორის ბილეთების გაუქმების ან დაბრუნების შემთხვევაშიც.
6.5. დამატებითი სერვისების შეძენის შესახებ დასტური ან/და ვაუჩერები მოგეწოდებათ საფასურის სრულად გადახდის შემდეგ და MATCHDAY-ის მიერ თქვენთვის შეტყობინებულ ვადებში.
6.6. მოგზაურობა, ტრანსფერები, ტურები ან/და სხვა აქტივობები, ბუნებრივად, შესაძლოა, იყოს რისკის შემცველი. თქვენ ეთანხმებით, რომ MATCHDAY არ არის პასუხისმგებელი რაიმე უბედურ შემთხვევაზე, შეფერხებაზე, ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მესამე მხარეების ქმედებებით (მოქმედებით ან უმოქმედობით).
7. დაჯავშნის პროცესი
7.1. განიმარტება, რომ საიტზე მოცემული ბილეთ(ებ)ის ან/და დამატებითი მომსახურებ(ებ)ის ღირებულება წარმოადგენს საბაზისო ფასს და შესაძლოა შეიცვალოს მომხმარებელთან საბოლოოდ შეთანხმებული ჯავშნის პარამეტრების შესაბამისად. ინტერესის დაფიქსირების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, რათა განიხილოთ თქვენი პრეფერენციები, შეამოწმოთ ბილეთებისა და დამატებითი მომსახურებების ხელმისაწვდომობა და მოგაწოდოთ დეტალები დაჯავშნის პროცესის შესახებ. ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, თქვენ უნდა გადაიხადოთ საფასური, რათა დადასტურდეს თქვენი ჯავშანი. შეკვეთა ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად გადაიხდით შეკვეთის საფასურს.
7.2. MATCHDAY უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარი დეპოზიტის გადახდა ჯავშნის დასადასტურებლად. დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და მითითებულია კონკრეტულ შეთავაზებაში ან/და მომხმარებელს ეცნობება ჩვენი წარმომადგენლის მიერ. განიმარტება, რომ დეპოზიტი არ ექვემდებარება დაბრუნებას. ჯავშნის სრული ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება გეკისრებათ ჯავშნის თარიღიდან 6 კვირის ვადაში ან/და ტურის თარიღამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) თვით ადრე (რომელი თარიღიც უფრო ადრე დადგება). აღნიშნულ ვადაში თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, MATCHDAY უფლებამოსილია გააუქმოს ჯავშანი, რა შემთხვევაშიც გადახდილი დეპოზიტი არ ექვემდებარება დაბრუნებას. თუ ტურის თარიღამდე დარჩენილია 1 (ერთი) თვეზე ნაკლები ვადა, ჯავშნის სრული ღირებულება ექვემდებარება ერთიან გადახდას.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ბილეთ(ებ)ით ან/და დამატებითი მომსახურებ(ებ)ით სარგებლობა დამოკიდებულია შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებაზე, მომხმარებლის მიერ ვიზის მოუპოვებლობის შემთხვევაში, გადახდილი დეპოზიტი არ ექვემდებარება დაბრუნებას.
7.4. ჯგუფური ჯავშნები შესაძლოა იყოს შეზღუდული ან აკრძალული მესამე მხარის წესებისა და პირობების თანახმად.
7.5. შეკვეთის განთავსების შემდეგ, თქვენ არ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მისი გაუქმება, გაცვლა ან საფასურის დაბრუნება.
7.6. შეძენის დასრულებისთანავე მიიღებთ ჯავშნის დასტურს და გადახდის ქვითარს. ღონისძიების ბილეთები ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოგეგზავნებათ. თუ თქვენს ბილეთებს ფიზიკური მიწოდება სჭირდება, შესაბამის დეტალებს შეძენის შემდეგ გაცნობებთ.
7.7. გადახდამდე ყურადღებით უნდა შეამოწმოთ თქვენი შეკვეთა (მათ შორის, მიწოდების დეტალები და ელ. ფოსტა). თუ შეცდომების გამოსწორება გჭირდებათ, ეს შეკვეთის საფასურის გადახდამდეა შესაძლებელი. თქვენი პასუხისმგებლობაა დარწმუნდეთ, რომ ყველა დეტალი სწორია გადახდის განხორციელებამდე.
7.8. როდესაც ბილეთები/დამატებითი მომსახურებები (ან/და მათთან დაკავშირებული სხვა ელემენტები) ფიზიკურად იგზავნება თქვენთან, შესაბამის ღონისძიების პარტნიორთან ან სხვა მესამე მხარესთან შეთანხმების საფუძველზე, გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს ჩვენ მიერ, ღონისძიების პარტნიორის ან სხვა მესამე მხარის მიერ, ან მათი დანიშნული პროვაიდერის საშუალებით.
7.9. MATCHDAY იტოვებს უფლებას:
7.9.1. ბილეთები (და/ან მათთან დაკავშირებული სხვა ელემენტები) ხელმისაწვდომი გახადოს თქვენთვის ღონისძიებაზე, სალარო ოფისში ან სხვა განსაზღვრულ ბილეთების გაცემის პუნქტში, თითოეულ შემთხვევაში — როგორც ეს წინასწარ იქნება შეტყობინებული, მათ შორის ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით; ან/და
7.9.2. ბილეთები გასცეს ელექტრონული ბილეთის (eTicket) სახით, რაც, შესაძლოა, მოითხოვდეს მყიდველის მხრიდან მობილური ბილეთის და/ან შესაბამისი მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვას ბილეთზე წვდომისათვის. შესაბამისად, მყიდველის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მისი მობილური ტელეფონი შეძლებს ბილეთის ჩამოტვირთვას და შენახვას და ასევე იქნება სრულად ფუნქციონირებადი ბილეთის სკანირებისათვის ღონისძიების ადგილზე.
7.10. MATCHDAY ვერ შეძლებს ბილეთებისა ან სხვა ელემენტების მიწოდებას, თუ ვერ მოხდება თქვენი სათანადო იდენტიფიცირება. შესაბამისად, თქვენგან შეიძლება მოვითხოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, პასპორტი ან მართვის მოწმობა), თქვენი შეკვეთის დასადასტურებლად ან/და ბილეთების საფასურის გადასახდელად გამოყენებული საკრედიტო ან სადებეტო ბარათი. თქვენი უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით, MATCHDAY იტოვებს უფლებას უარი თქვას ბილეთისა და მომსახურების სხვა ელემენტების მიწოდებაზე (ან გადაცემაზე), თუ ვერ მოხერხდა მყიდველის სათანადო იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, MATCHDAY-ს შეუძლია, შეკვეთა მიიჩნიოს გაუქმებულად ბილეთის საფასურის დაბრუნების ან სხვა სახის კომპენსაციის გარეშე.
8. დამატებითი ინფორმაცია და უსაფრთხოების ზომები
8.1. განსაზღვრული ღონისძიების პარტნიორებმა ან/და სხვა მესამე მხარეებმა შეიძლება თქვენგან მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თქვენთან და სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით, ბილეთების ან/და დამატებითი მომსახურებების გაწევამდე. ასეთ შემთხვევაში თქვენი უფლების გამოყენება ბილეთზე/დამატებით მომსახურებაზე დამოკიდებულია ასეთი ინფორმაციის წარდგენაზე. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) ყველა დამსწრე პირის სახელსა და დაბადების თარიღს, ან თქვენი ასაკის დადასტურებას საკვები პროდუქტებისა და სასმელების შეძენისას. 8.3. მუხლის გათვალისწინებით, თქვენ ვერ დაიბრუნეთ შეკვეთის საფასურს, თუ თქვენ ბილეთი/დამატებითი მომსახურება არ გადმოგეცემათ საჭირო მონაცემების წარდგენის შეუძლებლობის გამო. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი მესამე მხარის წესები და პირობები.
8.2. დამატებითი უსაფრთხოების ან/და ბარგის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს ღონისძიებაზე შესვლისას ან დამატებითი მომსახურებით სარგებლობის მიზნით (მაგ., აეროპორტებში, მუზეუმებში და ა.შ.).
8.3. თუ თქვენი ბილეთი ან/და დამატებითი მომსახურება მოიცავს შეხვედრის შესაძლებლობას (მაგალითად, მოთამაშესთან, არტისტთან, სპიკერთან და სხვ.), შესაძლოა მოგეთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რათა მესამე მხარემ ან/და ღონისძიების პარტნიორმა შეძლოს გამკაცრებული უსაფრთხოების შემოწმების პროცედურების ჩატარება. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია ყველა მონაწილის, მათ შორის, მოთამაშეების, არტისტების, პერსონალისა და სხვა სტუმრების — უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფაზე. თუ გამკაცრებული უსაფრთოხების შემოწმება ვრცელდება თქვენს შეძენილ ღონისძიებაზე, ეს აღნიშნული იქნება შეძენისას ვებ-გვერდზე და თქვენ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას შემოწმებების დეტალების შესახებ ბილეთის შეძენის შემდეგ. დამსწრე პირები არ არიან ვალდებულნი, თანხმობა განაცხადონ აღნიშნულ შემოწმებებზე. თუმცა, უარი უსაფრთხოების შემოწმების გავლაზე, ან მისი წარუმატებლად გავლა, გამოიწვევს ერთ-ერთ შემდეგ შედეგს, მესამე მხარის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე:
8.3.1. ბილეთის სრული გაუქმება, რის შემთხვევაშიც თქვენ ვერ დაიბრუნებთ საფასურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე მხარე მთლიანად ან ნაწილობრივ დაგვიბრუნებს თანხას მათი ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე;
8.3.2. სპორტსმენთან/არტისთან ან სხვა მონაწილესთან შეხვედრაზე დაშვებაზე უარის თქმა, თუმცა კვლავ დარჩება შესაძლებლობა შეუერთდეთ მთავარ ღონისძიებას (მაგალითად, მატჩი, თამაში, ტურნირი). ამ შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ მოხდება;
ყოველგვარი სადავოობის გამოსარიცხად განიმარტება რომ, სერვისის საკომისიო (ე.წ. Service Charges) არ ბრუნდება არც ერთ შემთხვევაში.
9. გადახდის საშუალებები
9.1. ჩვენი წარმომადგენელი თქვენთან დაკავშირების შემდეგ, განიხილავს და თქვენთან შეათანხმებს ხელმისაწვდომი გადახდის პირობებს. გადახდა უნდა განხორციელდეს წინამდებარე წესებისა და ჩვენი წარმომადგენლის მიერ მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
9.2. მომსახურების საფასური (შემდგომში „საფასური“) გეცნობებათ თქვენს ეროვნულ ვალუტაში. ბილეთებისა და დამატებითი მომსახურებების საფასური შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
9.3. თქვენთვის შეტყობინებულ საფასურს შესაძლოა დაემატოს შემდეგი: ბილეთებსა ან/და დამატებით მომსახურებებთან დაკავშირებული საკომისიო („საკომისიო“), როემლიც არ ექვემდებარება დაბრუნებას.
9.4. MATCHDAY გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ, გონივრულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს გადახდის დროს თქვენს მიერ ჩვენთვის მიწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოება. MATCHDAY არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება თქვენ მოგადგეთ, თუ გარეშე პირი მიიღებს არაავტორიზებული წვდომას თქვენს მიერ MATCHDAY -ისთვის მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. ეს წესი არ მოქმდებს მაშინ, როცა სახეზეა MATCHDAY-ის მხრიდან დაუდევრობა, ამ წესებისა ან/და კონფიდენციალობის პოლიტიკის შეუსრულებლობა ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.
9.5. მიუხედავად იმისა, რომ MATCHDAY ცდილობს უზრუნველყოს, თქვენთვის გაცნობილი ბილეთებისა და დამატებითი მომსახურების საფასურის სიზუსტე, შესაძლოა მოხდეს ტექნიკური შეცდომები. თუ MATCHDAY გამოავლენს ამგვარ შეცდომას თქვენს მიერ შეკვეთილ ნებისმიერი ბილეთის/დამატებითი მომსახურების საფასურში, MATCHDAY პირველივე შესაძლებლობისთანავე გაცნობებთ ამგვარი შეცდომის შესახებ და მოგცემთ შესაძლებლობას: დაადასტუროთ, რომ თანახმა ბრძანდებით, მიიღოთ ზემოაღნიშნული ბილეთი/დამატებითი მომსახურება კორექტირებული საფასურით, რა შემთხვევაში MATCHDAY შესაბამის ცვლილებებს შეიტანს თქვენს ანგარიშში შესაბამისი სხვაობის გათვალისწინებით, ან შეგეძლებათ გააუქმოთ თქვენი შეკვეთა.
9.6. იმ შემთხვევაში, თუ:
9.6.1. MATCHDAY ვერ მოახერხებს თქვენთან დაკავშირებას შეკვეთის კორექტირებული საფასურის დასადასტურებლად;
9.6.2. თქვენ არ უპასუხებთ შეტყობინებას, რომლითაც გეცნობათ კორექტირებული საფასური, 10 დღის ვადაში მისი მიღებიდან ან ღონისძიებამდე 2 დღით ადრე (გავითვალისწინებთ იმ ვადას, რომელიც უფრო ადრე დადგება); ან
9.6.3. თქვენ მოისურვებთ შეკვეთის გაუქმებას განახლებული საფასურის გათვალისწინებით, თქვენ ეთანხმებით, რომ MATCHDAY –ს შეუძლია მიიჩნიოს მთელი შეკვეთა გაუქმებულად და დაგიბრუნოთ სრული საფასური.
9.7. MATCHDAY-ის მიერ შემოთავაზებული ბილეთების/დამატებითი მომსახურებების გასაყიდი საფასური შეიძლება დროდადრო იცვლებოდეს ბაზრის ცვალებადი პირობების შესაბამისად. თუ ბილეთის/დამატებითი მომსახურებების გასაყიდი ფასი შემცირდება შეძენის შემდეგ, თქვენ არ გექნებათ თანხის დაბრუნების უფლება. ასევე, შესაძლებელია, რომ თქვენს ბილეთზე დაბეჭდილი იყოს გადახდილი საფასურისგან განსხვავებული ნომინალური ღირებულება. ამ შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება იმის საფუძველზე, რომ ბილეთებში/დამატებით მომსახურებებში გადაიხადეთ ბილეთის ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი საფასური.
10. ინფორმაცია ბილეთების შესახებ
10.1. პლატფორმაზე შეძენილი ნებისმიერი ბილეთი რჩება შესაბამისი მესამე მხარის საკუთრებად და წარმოადგენს პირად, გამოხმობად უფლებას, რომლის გაუქმება და თქვენთვის დასწრებაზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეიძლება. თუ ეს მოხდება თქვენი მხრიდან ჩადენილი რაიმე ქმედების ან უმოქმედობის გარეშე, თქვენ დაგიბრუნდებათ ბილეთ(ებ)ის საფასური. იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიების პარტნიორის მიერ თქვენთვის ღონისძებაზე დასწრებაზე უარის თქმა გამოწვეულია თქვენი მხრიდან რაიმე ქმედებებით ან უმოქმედობით, ბილეთის საფასურის დაბრუნება მოხდება მესამე მხარის ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე. ყოველგვარი სადავოობის გამოსარიცხავდ განიმარტება რომ, დამატებითი მომსახურებებისათვის გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას არცერთ შემთხვევაში, მათ შორის, როდესაც ღონისძიება გაუქმდება, გადაიდება ან/და მნიშვნელოვნად შეიცვლება ღონისიების დეტალები.
10.2. შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მესამე მხარეს ჰქონდეს პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს ბილეთების ჩანაცვლებას იმ შემთხვევაში, თუ ორიგინალი დაიკარგა, მოიპარეს, დაზიანდა ან განადგურდა (მაგალითად, როდესაც ღონისძიებაზე დასაშვებად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პირველად გაცემული, ასევე ჩანაცვლებითი ბილეთები). ჩანაცვლებითი ბილეთების გაცემის შემთხვევაში, შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი საკომისიოს გადახდა მესამე მხარის პირობების შესაბამისად.
10.3. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის დამატებითი საჭიროება, რაც გავლენას მოახდენს თქვენს მიერ ბილეთებით/დამატებითი მომსახურებებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობაზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ ამაში, ჩვენ არ შეგვიძლია გარანტიის მოცემა, რომ მესამე მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომლებიც უფლება მოგცეთ, ისარგებლოთ ალტერნატიული შესასვლელით ან სხვა სახის დამატებითი მხარდაჭერით. სრული ინფორმაციისთვის უნდა გაეცნოთ მესამე მხარის პირობებს. ბილეთები, რომლებიც მოიცავს პირადი ასისტენტის მომსახურებას, როგორც წესი, არ არის ხელმისაწვდომი.
11. ბილეთებთან დაკავშირებული შეზღუდვები
11.1. ზოგიერთ ღონისძიებაზე, ღონისძიების პარტნიორებმა შესაძლოა დააწესონ შეზღუვები ერთ პირზე გასაცემი ბილეთების რაოდენობასთან დაკაშირებით. ასეთ შემთხვევაში, MATCHDAY–ს შეუძლია თქვენთან შეუთანხმებლად გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც აღემატება ამ შეზღუდვას, ისე რომ არ მოხდება საფასურის დაბრუნება ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაცია.
11.2. ბილეთები შეიძლება გაიყიდოს შეზღუდვებით, რომელებიც შეეხება ღონისძიებაზე შესვლას ან ბილეთის გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, შესვლის მინიმალური ასაკი. შეზღუდვები გეცნობებათ თქვენი შეკვეთის განხორციელებამდე ან შეკვეთის განხორციელების დროს. თქვენი პასუხისმგებლობაა დარწმუნდეთ, რომ წაიკითხეთ ყველა შეტყობინება და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე ან/და გეცნობებათ ბილეთების ყიდვის პროცესში სანამ შეკვეთას დაადასტურებთ.
11.3. პლატფორმის მეშვეობით შეძენილი ბილეთები, და დამატებითი მომსახურებები არ შეიძლება:
11.3.1 ხელახლა გადაიყიდოს ან გადაეცეს სხვა პირს;
11.3.2 თქვენს ან მესამე მხარის მიერ გამოყენებული იყოს რეკლამირებისთვის, აქციებისთვის, კონკურსებისთვის ან გათამაშებისთვის (ან სხვა მსგავსი კომერციული მიზნით).
11.4. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებების დაწყების დრო შეიძლება შეიცვალოს. ღონისძიების კარის გაღებისა და დახურვის დრო არ მიუთითებს ღონისძიების დაწყების ან დასრულების დროზე (ან თამაშის დაწყების დროზე ან ღონისძიების ხანგრძლივობაზე). ზემოაღნიშნული დეტალები დამოკიდებულია შესაბამისი ღონისძიების პარტნიორზე და შესაძლოა, მისი შეხედულებისამებრ შეიცვალოს.
11.5. ღონისძიების პარტნიორის აქვს უფლება, შეცვალოს ღონისძიების პროგრამა მის კონტროლს მიღმა არსებული მოვლენების ან გარემოებების გამო, თქვენთვის თანხის დაბრუნების ან ბილეთების გაცვლის ვალდებულების გარეშე, თუ ასეთი ცვლილება არ წარმოადგენს არსებით ცვლილებას, მე-12 მუხლის შესაბამისად, რა შემთხვევაშიც გამოიყენება აღნიშნული მუხლის დებულებები.
11.6. თქვენი მხრიდან მესამე მხარის წესებისა და პირობების დარღვევამ ან ნებისმიერმა მიუღებელმა ქცევამ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ღონისძიების პარტნიორს აძლევს უფლებას გაგაძევოთ ღონისძიებიდან.
12. ბილეთთან დაკავშირეული უფლებები ღონისძიების გაუქმებისა და ცვლილებების შემთხვევაში
12.1. ღონისძიებები ყოველთვის ექვემდებარება ღონისძიების პარტნიორის ან/და ღონისძიების ჩატარების ადგილის გაუქმების პოლიტიკას, რომლის გაცნობაც, როგორც წესი, შეგიძლიათ ღონისძიების პარტნიორის ვებ-გვერდზე, მესამე მხარის წესებსა და პირობებში, დაჯავშნის პროცესში, ან/და დადასტურების ელ. ფოსტაში ან ბილეთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბილეთის გაუქმება ან მათში დეტალების შეცვლა შეუძლებელია. თუ დახმარება გჭირდებათ ღონისძიების პარტნიორის ან/და ღონისძიების ჩატარების ადგილის გაუქმების პოლიტიკის პოვნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენ.
12.2. თუ ღონისძიება გაუქმდება, გადაიდება ან მნიშვნელოვნად შეიცვლება, MATCHDAY გაცნობებთ მის შესახებ, მას შემდეგ რაც ღონისძიების ორგანიზარისგან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას. თუმცა, MATCHDAY ვერ იძლევა გარანტიას, რომ ასეთი გაუქმების ან ცვლილების შესახებ შეტყობინებას ღონისძიების თარიღამდე მიიღებთ. თქვენი პასუხისმგებლობაა დაადგინოთ, ღონისძიების გაუქებისა თუ თარიღის ცვლილების შესახებ. ღონისძიების გადადება არ გულისხმობს ავტომატურად დამატებითი მომსახურების გადადებასაც.
12.3. ღონისძიების გაუქმება: შესაბამისი ღონისძიების პარტნიორის გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად, თუ ღონისძიება, რომლისთვისაც შეიძინეთ ბილეთი(ები), სრულად გაუქმდება (და არ გადაიდო), თქვენ შემოგთავაზებენ მხოლოდ ამ ღონისძიების ბილეთის(ების) გასაყიდი საფასურის დაბრუნებას (საკომისიო და დამატებითი მომსახურებების ღირებულება არ ანაზღაურდება). ღონისძიების გაუქმება არ გულისხმობს ავტომატურად დამატებითი მომსახურების გაუქმებასაც.
12.4. ღონისძიების გადადება: თუ ღონისძიება, რომლისთვისაც შეიძინეთ ბილეთი(ები), გადაიდება, შესაბამისი ღონისძიების პარტნიორის პოლიტიკის შესაბამისად, ბილეთ(ებ)ი, როგორც წესი, გამოსადეგი იქნება ახალი თარიღისთვის (ან შემოგთავაზებენ ალტერნატიულ ბილეთებს, რომელთა ღირებულება შეესაბამება თქვენს თავდაპირველი ბილეთ(ებ)ის ღირებულებას, მათი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით). გადადებული ღონისძიებებისთვის თანხის დაბრუნება არ მოხდება, თუ ღონისძიების პარტნიორის პოლიტიკაში ამის შესახებ პირდაპირ არ არის მითითებული.
12.5. თანხის დაბრუნება განხორციელდება MATCHDAY -ის ან მესამე მხარის (შესაბამისად) მიერ მესამე მხარის პირობების შესაბამისად. MATCHDAY-ის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, პირველ რიგში შესაბამისი ღონისძიების პარტნიორმა MATCHDAY-ს უნდა დაუბრუნოს საფასური, რათა MATCHDAY-მა შემდეგ მოახდინოს თქვენთვის თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნება მოხდება MATCHDAY-ის ან ღონისძიების პარტნიორის მიერ იმავე გადახდის საშუალებების გამოყენებით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ საწყისი შესყიდვისთვის ან თქვენს მიერ წერილობით დადასტურებული ნებისმიერი სხვა ფორმით, თუ MATCHDAY სხვაგვარად არ შეგატყობინებთ.
13. MATCHDAY -ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა თქვენს წინაშე
13.1. MATCHDAY ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ითანამშრომლოს ღონისძიების პარტნიორებთან, რომლებიც შემოგთავაზებენ საუკეთესო მომსახურებასა და ღონისძიებებზე გარანტირებულ წვდომას. თუმცა, MATCHDAY არ იღებს პასუხისმგებლობას ბილეთების ან/და დამატებითი მომსახურებების ხარისხზე. ბილეთები ან/და დამატებითი მომსახურებები მოწოდებული და შესრულებულია შესაბამისი ღონისძიების პარტნიორის ან/და მესამე მხარის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი პროდუქტების ან/და მომსახურების მიწოდებასა და ხარისხზე. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან პრეტენზია ბილეთებთან ან/და დამატებით მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენ შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში თქვენს დასახმარებლად, თუმცა ვერ ვიძლევით პრობლემის აღმოფხვრის გარანტიას.
13.2. გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რომლის გამორიცხვაც MATCHDAY -ს არ შეუძლია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობით, MATCHDAY პასუხისმგებელი არ არის:
13.2.1. ზიანზე:
13.2.1.1. რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო, მაშინ როდესაც თქვენსა და MATCHDAY -ს შორის ფორმდებოდა ხელშეკრულება;
13.2.1.2. რომელიც გამოწვეულია ჩვენი მხრიდან რაიმე ვალდებულების დარღვევის შედეგად;
12.2.2. ღონისძიებაზე დამსწრეთა ან ღონისძიების პარტნიორთა მოქმედებებით ან უმოქმედობით გამოწვეულ ზიანზე;
12.2.3. მიუღებელ შემოსავალზე;
12.2.4. ზიანზე პირთა მიმართ, რომლებიც არ იყენებენ ბილეთს, როგორც მომხამრებლები.
13.3. კანონით დაშვებულ ფარგლებში, MATCHDAY და შესაბამისი ღონისძიების პარტნიორები/მესამე მხარეები არ აგებენ პასუხს რაიმე არაპირდაპირ, თანმდევ დანაკარგებზე ან მიუღებელ შემოსავალზე. ამის შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
13.3.1. დამატებითი მომსახურებები, რომლებიც ღონისძიებასთან დაკავშირებით დაიგეგმა, თქვენივე რისკის ქვეშაა და არც MATCHDAY და არც შესაბამისი ღონისძიების პარტნიორები არ იქნებიან პასუხისმგებელნი თქვენს წინაშე რაიმე ხარჯის ანაზღაურებაზე, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება გაუქმდა, გადაიდო ან სხვაგვარად არსებითად შეიცვალა; და
13.3.2. არც MATCHDAY და არც შესაბამისი ღონისძიების პარტნიორები არ იქნებიან პასუხისმგებელნი თქვენს წინაშე რაიმე სახის ზიანზე, მათ შორის, ღონისძიების გაუქმების, გადატანის ან არსებითად შეცვლის შემთხვევაში.
13.4. MATCHDAY არ არის პასუხისმგებელი დამატებით მომსახურებებზე, რომელიც არ აკმაყოფილებს დაჯავშნის დროს გაცხადებულ სტანდარტებს ან აღწერილობებს. ნებისმიერი ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრება დამატებითი მომსახურებების მიმწოდებელ შესაბამის მესამე მხარეს.
13.5. თუ წინამდებარე მუხლში სხვა რამ არ არის მითითებული, MATCHDAY-ის და ნებისმიერი ღონისძიების პარტნიორის პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე ბილეთებთან და ღონისძიებასთან დაკავშირებით (მათ შორის ღონისძიების პროგრამის გაუქმების, გადატანის ან არსებითი ცვლილების შემთხვევაში) შემოიფარგლება თქვენს მიერ სრულად გადახდილი საფასურით, საკომისიოს გამოკლებით.
14. სხვა პირთა უფლებები
ამ წესების მხარის ან ნებისმიერი მესამე მხარის (ან თითოეულ შემთხვევაში, მისი შვილობილი კომპანიების, მემკვიდრეების ან უფლებამოსილი წარმომადგენლის) გარდა, არავის აქვს უფლება სრულად ან ნაწილობრივ აღასრულოს წინამდებარე წესები.
15. ზოგადი დებულებები
15.1. თუ ამ წესების რომელიმე დებულება უკანონოდ ან/და აღუსრულებლად ჩაითვლება, წესების დანარჩენი ნაწილის ნამდვილობა უცვლელად შენარჩუნდება.
15.2. თუ რომელიმე უკანონო ან აღუსრულებელი დებულება კანონიერი ან აღსრულებადი გახდებოდა მისი ნაწილის წაშლის შემთხვევაში, ეს ნაწილი წაშლილად ჩაითვლება, ხოლო დანარჩენი დებულება ძალაში დარჩება.
15.3. წესების ქართული ვერსია უპირატესია ნებისმიერ თარგმანთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედარებით.
16. მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე წესები რეგულირდება და განიმარტება ექსკლუზიურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დაშვებული ფარგლებში.
17. დავის გადაწყვეტა
ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, თქვენი მოთხოვნები უშუალოდ თქვენთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უფლებებისა და შესაძლებლობის ფარგლებში. ამ მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული საკონტაქტო ფორმის გამოყენებით.
მხარეები თანხმდებიან, რომ MATCHDAY-ს სერვისთან ან/და წინამდებარე წესებთან დაკავშირებული ყველა დავა თავდაპირველად გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით, თუ ეს დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით. თუ დავების გადაწყვეტა შეუძლებელია ურთიერთმოლაპარაკების გზით, მხარეები შორის დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები.