11 აპრილი, 2026

ჩელსი Vs მანჩესტერ სიტი

₾ 4395
ბილეთები
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
ლურჯები ქალაქელები

გრანდების შეხვედრა ლონდონში

აქ სტემფორდ ბრიჯის უნიკალურ ატმოსფეროსა და პრემიერლიგის ტიტანების დაპირისპირებას საუკეთესო რაკურსით დააკვირდები. ესაა დეტალებზე ორიენტირებული შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის გულშემატკივრის ყველა სურვილს.
საუკეთესო ადგილები

ბილეთი დასავლეთ ტრიბუნის ქვედა იარუსზე (West Stand Lower), WL1 ბლოკში. ეს არის ადგილი პირდაპირ საჯარიმოს გასწვრივ, საიდანაც მოედანი იდეალურად ჩანს.

წინასამატჩო სადილი

მატჩამდე ისიამოვნებ სრული, სამკომპონენტიანი მენიუთი 55 Restaurant-ში ან Mears Suite-ში (ადრეული თამაშის შემთხვევაში ჩანაცვლდება ბრანჩით)

უფასო ბარი

ლუდი, ღვინო და გამაგრილებელი სასმელები როგორც მატჩის დაწყებამდე, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

მატჩის პროგრამა

საჩუქრად გადმოგეცემა მატჩის ოფიციალური პროგრამა, რომელიც სამახსოვროდ დაგრჩება.

შეხვედრა ლეგენდასთან

ექსკლუზიური შესაძლებლობა, დაესწრო Q&A სესიას ჩელსის ვეტერან ფეხბურთელთან (დამოკიდებულია კონკრეტულ დღეს ლეგენდის ხელმისაწვდომობაზე).

დრესკოდი

გაითვალისწინე, რომ ეს ლურჯების ტერიტორიაა, ამიტომ ლაუნჯსა და ტრიბუნაზე მოწინააღმდეგე გუნდის ატრიბუტიკით შესვლა აკრძალულია.

შეთავაზების გაუმჯობესება

სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ბილეთი სრულყუფილ ტურად ვაქციოთ, რაც ფრენაზე, სასტუმროსა და ტრანსფერზე ზრუნვას გულისხმობს.

შეუერთდი ფანებს სტემფორდ ბრიჯზე

დაჯავშნე
ადგილი

მსგავსი ბილეთები

swipe
1/3
რა არის MATCHDAY by Setanta?

MATCHDAY by Setanta-სთან ერთად, შენ უბრალოდ მაყურებელი აღარ ხარ. ეს არის შანსი, გახდე თამაშის ნაწილი. ჩვენ გაგიშვებთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ ღონისძიებებზე ოფიციალური ბილეთებით, პრემიუმ ტურებით და მოგიწყობთ დაუვიწყარ თავგადასავალს.

რომელ სპორტის სახეობებსა და ღონისძიებებზე შევძლებ დასწრებას?

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ცოცხლად უყურო მატჩებს ინგლისის პრემიერ ლიგაში, იტალიის სერია A-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუ სხვა სპორტის სახეობები გიტაცებს, არც ეგ არის პრობლემა. შეგიძლია ფორმულა 1-ისა და UFC-ის ღონისძიებების ატმოსფეროც შეიგრძნო. 2026-27 წლის სეზონიდან, კი ჩვენს შეთავაზებეს დავამატებთ კონცერტებსა და შოუებს ლონდონის უემბლიზე, O2 არენასა და მანჩესტერის Co-Op Live-ზე.

რით განსხვავდება MATCHDAY-ს შეთავაზებები ბილეთების პირდაპირ შეძენისგან?

ჩვენთან უბრალოდ ბილეთს არ ყიდულობ. MATCHDAY გთავაზობს ნამდვილ თავგადასავლებს, ჭეშმარიტი ფანის გამოცდილებებს, საუკეთესო ადგილს ტრიბუნაზე, წვდომას VIP ზონებზე და მოგზაურობას, სადაც ყველა დეტალი დაგეგმილია. ჩვენი პრემიუმ ტურები და ადგილობრივი თავგადასავლები გულშემატკივრებისთვის სრულიად ახლებურ გამოცდილებებს ქმნის.

ყველა ბილეთი და მომსახურება ოფიციალური წყაროებიდანაა?

რა თქმა უნდა! ყველა ბილეთი 100%-ით ოფიციალური და ლიცენზირებულია, ზოგი კი ექსკლუზიური. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენთან შენი მოგზაურობა სრულად უსაფრთხოა.