11-14 აპრილი, 2026

ბარსელონური დერბი: ბარსა vs ესპანიოლი

₾ 4295
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
ბარსელონური დერბი

კამპ ნოუ: კატალონიის სიმბოლო

ქალაქის ტემპერამენტი ყველაზე კარგად კატალონიური დერბის დროს ჩანს. ამ დღეების განმავლობაში მოივლი ორად გაყოფილ ბარსელონას და ნახავ მატჩს გადავსებულ კამპ ნოუზე. ადგილობრივ საფეხბურთო კულტურასთან დასაახლოებლად უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს.
დღე 1
ჩასვლა და საღამო პაბში

ბარსელონაში დაეშვები და პირდაპირ სასტუმროში დაბინავდები. საღამოს პაბში შეკრება გელოდება, სადაც შეძლებ ჯგუფის წევრების გაცნობას, დააგემოვნებ ლუდს და გაიგებ, როგორია ქალაქის ღამის ცხოვრება.

დღე 2
ტაპასი და კლუბის მუზეუმი

დღეს კლუბის მუზეუმის დათვალიერებით დაიწყებ და კლუბის ისტორიას გაეცნობი. შემდეგ კი სტადიონთან ახლოს მდებარე ბარში გადაინაცვლებ, სადაც კულეებთან ერთად, ტაპასისა და სასმლის თანხლებით, საფეხბურთო გარემოში განიტვირთები.

დღე 3
დერბის დღე

მოინახულებ საკულტო ადგილებს და კლუბის ისტორიას საინტერესო ამბებით გაეცნობი, რაც საშუალებას მოგცემს, კატალონიური დერბის ემოციები ზუსტად ისე შეიგრძნო, როგორც ადგილობრივმა.

დღე 4
დამშვიდობების დროა

მოგზაურობა სრულდება, თუმცა მატჩის ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთები და შეაჯამებთ ბარსელონურ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.

გამოცადე დერბი კატალონიელ ფანებთან ერთად

დაჯავშნე
ადგილი
მატჩის ბილეთი

ოფიციალური ბილეთი კამპ ნოუს კარის უკანა ტრიბუნაზე (შუა ან ქვედა იარუსი).

განთავსება (ორადგილიან ნომერში)

3 ღამეს გაატარებ სასტუმროში NH Sants.

ტაპასის და მუზეუმის ტური

კლუბის მუზეუმის დათვალიერება და სტადიონთან ახლოს მდებარე ბარში ტაპასის დაგემოვნება.

ადგილობრივი მასპინძელი

გამოცდილი მეგზური, რომელიც ადგილობრივ კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და მატჩთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.

მატჩისწინა შეკრება

ადგილობრივ ქომაგებს ბარში შეუერთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.

საღამო პაბში

პირველი დღის ბოლოს ჯგუფთან ერთად პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).

მსგავსი მოგზაურობები

ლე კლასიკი: პსჟ VS მარსელი

პრემიუმ ტური: ლივერპული vs ჩელსი

დერბი დელა მადონინა: მილანი vs ინტერი

swipe
1/3