1-4 მაისი, 2026

ინგლისური კლასიკა: მანჩესტერი vs ლივერპული

₾ 4895
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
ინგლისური კლასიკა

ოლდ ტრაფორდი: ტრადიციის სიმბოლო

თუ გინდა გაიგო, რა არის ნამდვილი ბრიტანული საფეხბურთო კულტურა, ჩრდილო-დასავლეთის დერბის დროს მანჩესტერში უნდა აღმოჩნდე. ინდუსტრიული ქუჩები, მატჩის დღის ქაოსი და ადგილობრივი პაბების გუგუნი ემოციებით აგავსებს. ოლდ ტრაფორდის ტრიბუნებზე კი საკუთარი თვალით ნახავ, რას ნიშნავს ფანებისთვის ეს საუკუნოვანი მტრობა.
დღე 1
ჩასვლა და საღამო პაბში

მანჩესტერში დაშვების შემდეგ დაბინავდები სასტუმროში, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების სიახლოვესაა. საღამოს გეგმა “წითელი ეშმაკების” თემატიკით გაფორმებულ პაბში შეკრება და გართობაა. გექნება შესაძლებლობა ჯგუფის წევრები უკეთ გაიცნო, გემო გაუგო ინგლისურ ლუდს და საღამო სასიამოვნოდ დაასრულო.

დღე 2
მატჩის დღე

ეს მთავარი ინგლისური დაპირისპირების დღეა! მატჩამდე 3 საათით ადრე მასპინძელთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედის ფანების საყვარელ პაბში შეიკრიბებით. ნახავ, როგორ ხურდებიან თამაშისთვის მანკუნიანელები და მხარს აუბამ. შემდეგ ოლდ ტრაფორდისკენ მიმავალ გულშემატკივრების ნაკადს შეუერთდები. საბოლოოდ კი ოცნებების თეატრში შენს ადგილას მოკალთდები და ფეხბურთით ისიამოვნებ.

დღე 3
მუზეუმის ტური

დილას შენს გემოზე გაატარებ. შეგიძლია მანჩესტერის უბნები და ქუჩები კარგად მოათვალიერო. ლანჩის შემდეგ კი ფეხბურთის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრები, სადაც გიდი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პატარა მოგზაურობას მოგიწყობს.

დღე 4
დამშვიდობების დროა

მოგზაურობა სრულდება, თუმცა ამ თავგადასავლის ემოციები დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ მანჩესტერულ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.

გამოცადე ინგლისური საფეხბურთო ატმოსფერო

დაჯავშნე
ადგილი
მატჩის ბილეთი და წევრობა

ადგილი ოლდ ტრაფორდის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, მეორე იარუსზე. ამასთან ერთად, ბილეთი მოიცავს მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ წევრობას.

კვება და სასმელი

საკვებისა და სასმლის ვაუჩერები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია უშუალოდ ოლდ ტრაფორდზე.

განთავსება (ორადგილიან ნომერში)

3 ღამეს გაატარებ სასტუმროში Innside by Melia Manchester

ადგილობრივი მასპინძელი

მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი მეგზური, რომელიც ადგილობრივ საფეხბურთო კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.

მატჩისწინა შეკრება

ადგილობრივ ქომაგებს მათ საყვარელ პაბში შეუერთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.

საღამო პაბში

პირველი დღის ბოლოს, ჯგუფთან ერთად, მანჩესტერ იუნაიტედის თემატიკით გაჯერებულ პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).

მსგავსი მოგზაურობები

იტალია Formula 1 Grand Prix

ელ გრან დერბი: ბეტისი vs სევილია

ბარსელონა Formula 1 Grand Prix

swipe
1/3