მანჩესტერში დაშვების შემდეგ დაბინავდები სასტუმროში, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების სიახლოვესაა. საღამოს გეგმა “წითელი ეშმაკების” თემატიკით გაფორმებულ პაბში შეკრება და გართობაა. გექნება შესაძლებლობა ჯგუფის წევრები უკეთ გაიცნო, გემო გაუგო ინგლისურ ლუდს და საღამო სასიამოვნოდ დაასრულო.
ეს მთავარი ინგლისური დაპირისპირების დღეა! მატჩამდე 3 საათით ადრე მასპინძელთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედის ფანების საყვარელ პაბში შეიკრიბებით. ნახავ, როგორ ხურდებიან თამაშისთვის მანკუნიანელები და მხარს აუბამ. შემდეგ ოლდ ტრაფორდისკენ მიმავალ გულშემატკივრების ნაკადს შეუერთდები. საბოლოოდ კი ოცნებების თეატრში შენს ადგილას მოკალთდები და ფეხბურთით ისიამოვნებ.
დილას შენს გემოზე გაატარებ. შეგიძლია მანჩესტერის უბნები და ქუჩები კარგად მოათვალიერო. ლანჩის შემდეგ კი ფეხბურთის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრები, სადაც გიდი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პატარა მოგზაურობას მოგიწყობს.
მოგზაურობა სრულდება, თუმცა ამ თავგადასავლის ემოციები დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ მანჩესტერულ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.
ადგილი ოლდ ტრაფორდის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, მეორე იარუსზე. ამასთან ერთად, ბილეთი მოიცავს მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ წევრობას.
საკვებისა და სასმლის ვაუჩერები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია უშუალოდ ოლდ ტრაფორდზე.
3 ღამეს გაატარებ სასტუმროში Innside by Melia Manchester
მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი მეგზური, რომელიც ადგილობრივ საფეხბურთო კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.
ადგილობრივ ქომაგებს მათ საყვარელ პაბში შეუერთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.
პირველი დღის ბოლოს, ჯგუფთან ერთად, მანჩესტერ იუნაიტედის თემატიკით გაჯერებულ პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).