8-11 მაისი, 2026

პრემიუმ ტური: ლივერპული vs ჩელსი

₾ 6140
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
ეს ენფილდია

არასდროს ივლი მარტო

ოთხი დღე ლივერპულში და პრემიუმ ბილეთი სუპერ-მატჩზე. ეს შეთავაზება აერთიენებს ყველაფერს, რის გამოც პრემიერ ლიგა გვიყვარს. ორი საფეხბურთო გრანდის დაპირისპირება, რომელიც, ტრადიციულად, You'll Never Walk Alone-ის ერთობლივი სიმღერით გაიხსნება. შენ კი ამ საფეხბურთო ზეიმის მონაწილე იქნები.
დღე 1
ჩასვლა და საღამო პაბში

ჩახვალ ლივერპულში და დაბინავდები სასტუმროში Holiday Inn Albert Dock Hotel, რომელიც ქალაქის სანაპირო ზოლში (Waterfront) მდებარეობს. სასტუმრო ფეხით სავალ მანძილზეა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან. საღამოს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეწვევი ცნობილ ადგილობრივ პაბს The One O'Clock Gun.

დღე 2
სტადიონის ტური

დილა თავისუფალი გექნება. შეგიძლია ლივერპულის საუკეთესო მხარეები უკეთ გაიცნო: როკ-ენ-როლი, ფეხბურთი და ბრიტანული ცხოვრების სტილი. ლანჩის შემდეგ ენფილდზე გავეშურებით. დაათვალიერებ მუზეუმს და გაივლი იმ გზას, რომელიც არაერთ ლეგენდას გაუვლია: გასახდელები, პრეს-კონფერენციის ოთახი და, რაც მთავარია, ლეგენდარული გვირაბი მოედანზე გასასვლელად.

დღე 3
მატჩის დღე

დროა, ინგლისის ორი გრანდის დაპირისპირებით დატკბე! მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე, შენს მასპინძელთან ერთად ესტუმრები ადგილობრივ ბარს, სადაც მოისმენ ისტორიებს კლუბზე, გულშემატკივრებსა და ქალაქზე. შემდეგ გადავინაცვლებთ ენფილდზე, Brodies Bar-ის სექტორში, სადაც დაგხვდება ცოცხალი მუსიკა, კომფორტული ლაუნჯი და სასმელი. გექნება ყველაფერი იმისათვის, რომ მატჩს საუკეთესო განწყობით შეხვდე.

დღე 4
დამშვიდობების დროა

მოგზაურობა სრულდება, თუმცა ამ თავგადასავლის ემოციები დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ჯგუფის წევრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ მერსისაიდულ უქმეებს, რომლებმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.

გამოცადე ლეგენდარული ენფილდის ატმოსფერო

დაჯავშნე
ადგილი
პრემიუმ ბილეთი

Hospitality კატეგორიის ბილეთი Brodies Bar-ში (კარის უკანა სექტორები - 221-228)

განთავსება

3 ღამე სასტუმრო Holiday Inn Albert Dock-ის ორადგილიან ნომერში

ექსკლუზიური ლაუნჯი

ლაუნჯზე წვდომა მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე და დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში.

კვება და სასმელი

შენს განკარგულებაში იქნება შვედური მაგიდა და პრემიუმ ბარი, უფასო სასმელით შესვენების დროს.

ცოცხალი მუსიკა

The Beatles-ის მშობლიურ ქალაქში მუსიკის გარეშე ასეთი მატჩი ვერ ჩაივლიდა.

შეხვედრა ლეგენდასთან

ლივერპულის ლეგენდარულ ფეხბურთელთან შეხვედრა Brodies bar-ში.

ადგილობრივი მასპინძელი

ლივერპულის ადგილობრივი ქომაგი გიდი, რომელიც კლუბის კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.

სტადიონის ტური

არასამატჩო დღეს გიდის თანხლებით მთელ ენფილდს მოივლი: მუზეუმი, გასახდელები, პრესკონფერენცის ოთახი და ლეგენდარული გვირაბი.

მატჩისწინა შეკრება

მატჩის დაწყებამდე ადგილობრივ ბარში გახურდები, სადაც მოისმენ ისტორიებს კლუბსა და ქალაქზე.

საღამო პაბში

პირველი დღის ბოლოს, ჯგუფთან ერთად, ცნობილ ადგილობრივ პაბში, The One O'Clock Gun-ში, შეივლი(შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).

მსგავსი მოგზაურობები

ბელგია Formula 1 Grand Prix

ელ გრან დერბი: ბეტისი vs სევილია

არგენტინული კვირა: სუპერკლასიკო

swipe
1/3