ჩახვალ ლივერპულში და დაბინავდები სასტუმროში Holiday Inn Albert Dock Hotel, რომელიც ქალაქის სანაპირო ზოლში (Waterfront) მდებარეობს. სასტუმრო ფეხით სავალ მანძილზეა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან. საღამოს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეწვევი ცნობილ ადგილობრივ პაბს The One O'Clock Gun.
დილა თავისუფალი გექნება. შეგიძლია ლივერპულის საუკეთესო მხარეები უკეთ გაიცნო: როკ-ენ-როლი, ფეხბურთი და ბრიტანული ცხოვრების სტილი. ლანჩის შემდეგ ენფილდზე გავეშურებით. დაათვალიერებ მუზეუმს და გაივლი იმ გზას, რომელიც არაერთ ლეგენდას გაუვლია: გასახდელები, პრეს-კონფერენციის ოთახი და, რაც მთავარია, ლეგენდარული გვირაბი მოედანზე გასასვლელად.
დროა, ინგლისის ორი გრანდის დაპირისპირებით დატკბე! მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე, შენს მასპინძელთან ერთად ესტუმრები ადგილობრივ ბარს, სადაც მოისმენ ისტორიებს კლუბზე, გულშემატკივრებსა და ქალაქზე. შემდეგ გადავინაცვლებთ ენფილდზე, Brodies Bar-ის სექტორში, სადაც დაგხვდება ცოცხალი მუსიკა, კომფორტული ლაუნჯი და სასმელი. გექნება ყველაფერი იმისათვის, რომ მატჩს საუკეთესო განწყობით შეხვდე.
მოგზაურობა სრულდება, თუმცა ამ თავგადასავლის ემოციები დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ჯგუფის წევრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ მერსისაიდულ უქმეებს, რომლებმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.
Hospitality კატეგორიის ბილეთი Brodies Bar-ში (კარის უკანა სექტორები - 221-228)
3 ღამე სასტუმრო Holiday Inn Albert Dock-ის ორადგილიან ნომერში
ლაუნჯზე წვდომა მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე და დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში.
შენს განკარგულებაში იქნება შვედური მაგიდა და პრემიუმ ბარი, უფასო სასმელით შესვენების დროს.
The Beatles-ის მშობლიურ ქალაქში მუსიკის გარეშე ასეთი მატჩი ვერ ჩაივლიდა.
ლივერპულის ლეგენდარულ ფეხბურთელთან შეხვედრა Brodies bar-ში.
ლივერპულის ადგილობრივი ქომაგი გიდი, რომელიც კლუბის კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.
არასამატჩო დღეს გიდის თანხლებით მთელ ენფილდს მოივლი: მუზეუმი, გასახდელები, პრესკონფერენცის ოთახი და ლეგენდარული გვირაბი.
მატჩის დაწყებამდე ადგილობრივ ბარში გახურდები, სადაც მოისმენ ისტორიებს კლუბსა და ქალაქზე.
პირველი დღის ბოლოს, ჯგუფთან ერთად, ცნობილ ადგილობრივ პაბში, The One O'Clock Gun-ში, შეივლი(შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).