24 მაისი, 2026

მილანი vs კალიარი

₾ 635
Day OFF
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
DAY OFF მილანში

მთელი დღე მილანისტებთან ერთად

მილანი კალჩოთი ცხოვრობს და ამას თავად გამოცდი. ქალაქში ტიფოზებთან ერთად გახურების შემდეგ, საფეხბურთო ემოციების ეპიცენტრში, პირდაპირ სან სიროზე გადაინცაცვლებ.
მატჩის ბილეთი

შენ მიიღებ მატჩის ოფიციალურ ბილეთს სან სიროზე (გრძელი ტრიბუნა, ზედა იარუსი)

მატჩისწინა გახურება

მატჩის დაწყებამდე შეუერთდები ადგილობრივ მილანისტებს და შეიგრძნობ ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს.

სასმელი

სანამ მატჩი დაიწყება, ლოკალურ ლუდს გაუგებ გემოს, ან სხვა უალკოჰოლო სასმელზე შეაჩერებ არჩევანს.

ადგილობრივი გიდი

ორენოვანი მილანისტა გიდი ქალაქის ქუჩებში გაგატარებს და ადგილობრივ საფეხბურთო კულტურას ახლოდან დაგანახებს.

შეთავაზების გაუმჯობესება

სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ბილეთი სრულყოფილ ტურად ვაქციოთ, რაც ფრენაზე, სასტუმროსა და ტრანსფერზე ზრუნვას გულისხმობს.

შეუერთდი ფანებს სან სიროზე

დაჯავშნე
ადგილი

მსგავსი ბილეთები

swipe
1/3
რა არის MATCHDAY by Setanta?

MATCHDAY by Setanta-სთან ერთად, შენ უბრალოდ მაყურებელი აღარ ხარ. ეს არის შანსი, გახდე თამაშის ნაწილი. ჩვენ გაგიშვებთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ ღონისძიებებზე ოფიციალური ბილეთებით, პრემიუმ ტურებით და მოგიწყობთ დაუვიწყარ თავგადასავალს.

რომელ სპორტის სახეობებსა და ღონისძიებებზე შევძლებ დასწრებას?

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ცოცხლად უყურო მატჩებს ინგლისის პრემიერ ლიგაში, იტალიის სერია A-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუ სხვა სპორტის სახეობები გიტაცებს, არც ეგ არის პრობლემა. შეგიძლია ფორმულა 1-ისა და UFC-ის ღონისძიებების ატმოსფეროც შეიგრძნო. 2026-27 წლის სეზონიდან, კი ჩვენს შეთავაზებეს დავამატებთ კონცერტებსა და შოუებს ლონდონის უემბლიზე, O2 არენასა და მანჩესტერის Co-Op Live-ზე.

რით განსხვავდება MATCHDAY-ს შეთავაზებები ბილეთების პირდაპირ შეძენისგან?

ჩვენთან უბრალოდ ბილეთს არ ყიდულობ. MATCHDAY გთავაზობს ნამდვილ თავგადასავლებს, ჭეშმარიტი ფანის გამოცდილებებს, საუკეთესო ადგილს ტრიბუნაზე, წვდომას VIP ზონებზე და მოგზაურობას, სადაც ყველა დეტალი დაგეგმილია. ჩვენი პრემიუმ ტურები და ადგილობრივი თავგადასავლები გულშემატკივრებისთვის სრულიად ახლებურ გამოცდილებებს ქმნის.

ყველა ბილეთი და მომსახურება ოფიციალური წყაროებიდანაა?

რა თქმა უნდა! ყველა ბილეთი 100%-ით ოფიციალური და ლიცენზირებულია, ზოგი კი ექსკლუზიური. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენთან შენი მოგზაურობა სრულად უსაფრთხოა.