შენ მიიღებ მატჩის ოფიციალურ ბილეთს სან სიროზე (გრძელი ტრიბუნა, ზედა იარუსი)
მატჩის დაწყებამდე შეუერთდები ადგილობრივ მილანისტებს და შეიგრძნობ ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს.
სანამ მატჩი დაიწყება, ლოკალურ ლუდს გაუგებ გემოს, ან სხვა უალკოჰოლო სასმელზე შეაჩერებ არჩევანს.
ორენოვანი მილანისტა გიდი ქალაქის ქუჩებში გაგატარებს და ადგილობრივ საფეხბურთო კულტურას ახლოდან დაგანახებს.
სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ბილეთი სრულყოფილ ტურად ვაქციოთ, რაც ფრენაზე, სასტუმროსა და ტრანსფერზე ზრუნვას გულისხმობს.
MATCHDAY by Setanta-სთან ერთად, შენ უბრალოდ მაყურებელი აღარ ხარ. ეს არის შანსი, გახდე თამაშის ნაწილი. ჩვენ გაგიშვებთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ ღონისძიებებზე ოფიციალური ბილეთებით, პრემიუმ ტურებით და მოგიწყობთ დაუვიწყარ თავგადასავალს.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ცოცხლად უყურო მატჩებს ინგლისის პრემიერ ლიგაში, იტალიის სერია A-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუ სხვა სპორტის სახეობები გიტაცებს, არც ეგ არის პრობლემა. შეგიძლია ფორმულა 1-ისა და UFC-ის ღონისძიებების ატმოსფეროც შეიგრძნო. 2026-27 წლის სეზონიდან, კი ჩვენს შეთავაზებეს დავამატებთ კონცერტებსა და შოუებს ლონდონის უემბლიზე, O2 არენასა და მანჩესტერის Co-Op Live-ზე.
ჩვენთან უბრალოდ ბილეთს არ ყიდულობ. MATCHDAY გთავაზობს ნამდვილ თავგადასავლებს, ჭეშმარიტი ფანის გამოცდილებებს, საუკეთესო ადგილს ტრიბუნაზე, წვდომას VIP ზონებზე და მოგზაურობას, სადაც ყველა დეტალი დაგეგმილია. ჩვენი პრემიუმ ტურები და ადგილობრივი თავგადასავლები გულშემატკივრებისთვის სრულიად ახლებურ გამოცდილებებს ქმნის.
რა თქმა უნდა! ყველა ბილეთი 100%-ით ოფიციალური და ლიცენზირებულია, ზოგი კი ექსკლუზიური. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენთან შენი მოგზაურობა სრულად უსაფრთხოა.