27 თებერვალი - 2 მარტი, 2026

ელ გრან დერბი: ბეტისი vs სევილია

₾ 4495
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
ანდალუსიური დერბი

ლა კარტუხა: ანდალუსიური აურა

ანდალუსიურ დერბის სევილიას რეალური ხასიათი ზედაპირზე ამოაქვს. ესპანეთის ყველაზე ემოციური ქალაქი ამ პრინციპულ დაპირისპირებას განსაკუთრებული სერიოზულობით უდგება. აქ, არცერთ სხვა მოვლენას, ასე არ ელოდებიან.
დღე 1
ჩასვლა და საღამო პაბში

სევილიაში დაეშვები და პირდაპირ სასტუმროში დაბინავდები. ეს ის სასტუმროა, სადაც ბეტისის ფეხბურთელები მატჩის წინ ისვენებენ. საღამოს პაბში შეკრება გელოდება: გაიცნობ ჯგუფის წევრებს, დააგემოვნებ ლუდს და ნახავ, როგორია ქალაქის ღამის ცხოვრება.

დღე 2
სტადიონის ტური

ქალაქის ოლიმპიურ სტადიონს, "ლა კარტუხას", საფუძვლიანად დაათვალიერებ. ნახავ თასების ოთახს, პრეს-ლოჟას და სხვა ობიექტებს.

დღე 3
დერბის დღე

აქ ამ დღისთვის ვართ! მატჩამდე დასამუხტად, აღელვებული ფანების გარემოცვაში მოხვდები და გაიგებ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს რიტუალები. ბოლოს კი, ფანებთან ერთად, სტადიონს მიაშურებ დიდი ბრძოლის სანახავად.

დღე 4
დამშვიდობების დროა

მოგზაურობა სრულდება, თუმცა მატჩის ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთები და შეაჯამებთ სევილიურ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.

გამოცადე დერბი სევილიელ ფანებთან ერთად

დაჯავშნე
ადგილი
მატჩის ბილეთი

ოფიციალური ბილეთი სევილიას ოლიმპიური სტადიონის კარის უკანა ტრიბუნაზე (ზედა იარუსი).

განთავსება (ორადგილიან ნომერში)

3 ღამეს გაატარებ სასტუმროში Silken Al-Andalus.

სტადიონის ტური

ოლიმპიური სტადიონის, ლა კარტუხას, დათვალიერება გიდის თანხლებით.

ადგილობრივი მასპინძელი

გამოცდილი მეგზური, რომელიც ადგილობრივ კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.

მატჩისწინა შეკრება

ადგილობრივ ქომაგებს შეუერთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.

საღამო პაბში

პირველი დღის ბოლოს ჯგუფთან ერთად პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).

მსგავსი მოგზაურობები

ბელგია Formula 1 Grand Prix

პარიზული კულმინაცია: პსჟ vs ბრესტი

ბარსელონური დერბი: ბარსა vs ესპანიოლი

swipe
1/3