6-9 თებერვალი, 2026

ლე კლასიკი: პსჟ VS მარსელი

₾ 3995
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
ლე კლასიკი პარიზში

პარკ დე პრენსი: ჩემპიონების ტერიტორია

სამი დღე პარიზში და სეზონის მთავარი მატჩი: პსჟ პარკ დე პრენსზე მარსელს მასპინძლობს. ეს ლე კლასიკია. საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბების დაპირისპირება, რომელიც მთელ ქალაქს საფეხბურთო ენერგიით მუხტავს.
დღე 1
ჩასვლა და საღამო პაბში

პარიზში დაშვებისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ, საღამოს პაბში შეკრება და გართობა გელოდება. აქ გექნება შესაძლებლობა ჯგუფის წევრები უკეთ გაიცნო, გემო გაუგო პარიზულ სტუმართმოყვარეობას და საღამო სასიამოვნოდ დაასრულო.

დღე 2
ქალაქის ტური

დღეს როლან გაროსის მოინახულებით დაიწყებ, ხოლო შემდეგ პარიზის ვულკანად წოდებული, პარკ დე პრენსის, ტური გელოდება.

დღე 3
მატჩის დღე

მატჩისწინა მუხტის შესაგრძნობად ადგილობრივ ბარში ლუდი, სიმღერები და ნამდვილი საქომაგო ატმოსფერო დაგხვდება. აქედან პირდაპირ სტადიონისკენ დაიძვრები უდიდესი ფრანგული ჯახის სანახავად.

დღე 4
დამშვიდობების დროა

მოგზაურობა სრულდება, თუმცა მატჩის ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ პარიზულ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.

გამოცადე ლე კლასიკი პარიზელ ფანებთან ერთად

დაჯავშნე
ადგილი
მატჩის ბილეთი

ოფიციალური ბილეთი პარკ დე პრენსის ცენტრალურ ტრიბუნაზე (ზედა იარუსი).

განთავსება (ორადგილიან ნომერში)

3 ღამეს გაატარებ სასტუმროში Hôtel Alpha Paris Eiffel by Patrick Hayat.

მატჩისწინა შეკრება

ადგილობრივ ქომაგებს ბარში შეურთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.

საფეხმავლო ტური

როლან გაროსისა და პარკ დე პრენსის მონახულება.

ადგილობრივი მასპინძელი

გამოცდილი მეგზური, რომელიც ადგილობრივ კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.

საღამო პაბში

პირველი დღის ბოლოს ჯგუფთან ერთად პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).

მსგავსი მოგზაურობები

ავსტრია Formula 1 Grand Prix

ინგლისური კლასიკა: მანჩესტერი vs ლივერპული

დერბი დელა მადონინა: მილანი vs ინტერი

swipe
1/3