ადგილი ენფილდის გრძელ ტრიბუნაზე: Sir Kenny Dalglish Stand-ის ქვედა იარუსზე (ბლოკი KG), საიდანაც თამაშის საუკეთესო ხედი იშლება.
შეგიძლია Reds Bar-ში თამაშამდე 3 საათით ადრე მიხვიდე და მატჩის შემდეგ 1 საათის განმავლობაში დარჩე. ადგილზე დაგხვდება კვების ობიექტები, ლიცენზირებული ბარი და ფსონების განთავსების კუთხე.
სტადიონზე ყოფინისას შეგიძლია უფასოდ მიირთვა ჩაი და ყავა, შესვენებაზე კი გამაგრილებელი სასმელი. გარდა ამისა, საჩუქრად გადმოგეცემა მატჩის ოფიციალური პროგრამა.
ლაუნჯი იდეალურია ოჯახური ვიზიტისთვის და ბავშვებისთვის. გაითვალისწინე, რომ სივრცეში მოწინააღმდეგე კლუბის ატრიბუტიკით შესვლა აკრძალულია.
ფასში უკვე შედის 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო მატჩის დღეს(ერთ ნომერი ორ ადამიანზე). სერვისის გასააქტიურებლად საკმარისია, სულ მცირე 10 დღით ადრე შეგვატყობინო.
სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ბილეთი სრულყუფილ ტურად ვაქციოთ, რაც ფრენაზე, სასტუმროსა და ტრანსფერზე ზრუნვას გულისხმობს.
MATCHDAY by Setanta-სთან ერთად, შენ უბრალოდ მაყურებელი აღარ ხარ. ეს არის შანსი, გახდე თამაშის ნაწილი. ჩვენ გაგიშვებთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ ღონისძიებებზე ოფიციალური ბილეთებით, პრემიუმ ტურებით და მოგიწყობთ დაუვიწყარ თავგადასავალს.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ცოცხლად უყურო მატჩებს ინგლისის პრემიერ ლიგაში, იტალიის სერია A-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუ სხვა სპორტის სახეობები გიტაცებს, არც ეგ არის პრობლემა. შეგიძლია ფორმულა 1-ისა და UFC-ის ღონისძიებების ატმოსფეროც შეიგრძნო. 2026-27 წლის სეზონიდან, კი ჩვენს შეთავაზებეს დავამატებთ კონცერტებსა და შოუებს ლონდონის უემბლიზე, O2 არენასა და მანჩესტერის Co-Op Live-ზე.
ჩვენთან უბრალოდ ბილეთს არ ყიდულობ. MATCHDAY გთავაზობს ნამდვილ თავგადასავლებს, ჭეშმარიტი ფანის გამოცდილებებს, საუკეთესო ადგილს ტრიბუნაზე, წვდომას VIP ზონებზე და მოგზაურობას, სადაც ყველა დეტალი დაგეგმილია. ჩვენი პრემიუმ ტურები და ადგილობრივი თავგადასავლები გულშემატკივრებისთვის სრულიად ახლებურ გამოცდილებებს ქმნის.
რა თქმა უნდა! ყველა ბილეთი 100%-ით ოფიციალური და ლიცენზირებულია, ზოგი კი ექსკლუზიური. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენთან შენი მოგზაურობა სრულად უსაფრთხოა.