VIP კლასის ადგილები აღმოსავლეთ ტრიბუნის (East Stand) შუა იარუსზე, მოედნის ცენტრალურ ხაზთან, საიდანაც მოედნის საუკეთესო ხედი იშლება.
წვდომა 1894 Club Bar-ზე, სადაც მატჩამდე და შესვენების დროს კომფორტულ გარემოში შეძლებ განტვირთვას.
ბარში დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის კერძებისა და წასახემსებლების ფართო არჩევანი, რომელიც იქვე შეგიძლია შეიძინო
ჩაი და ყავა მთელი დროის განმავლობაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
საჩუქრად მიიღებ მატჩის ოფიციალურ პროგრამას, რომელიც სამახსოვროდ დაგრჩება.
გაითვალისწინე, რომ ეს ქალაქელების ტერიტორიაა, ამიტომ ლაუნჯსა და ტრიბუნაზე მოწინააღმდეგე გუნდის ატრიბუტიკით შესვლა აკრძალულია.
სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ბილეთი სრულყუფილ ტურად ვაქციოთ, რაც ფრენაზე, სასტუმროსა და ტრანსფერზე ზრუნვას გულისხმობს.
MATCHDAY by Setanta-სთან ერთად, შენ უბრალოდ მაყურებელი აღარ ხარ. ეს არის შანსი, გახდე თამაშის ნაწილი. ჩვენ გაგიშვებთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ ღონისძიებებზე ოფიციალური ბილეთებით, პრემიუმ ტურებით და მოგიწყობთ დაუვიწყარ თავგადასავალს.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ცოცხლად უყურო მატჩებს ინგლისის პრემიერ ლიგაში, იტალიის სერია A-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუ სხვა სპორტის სახეობები გიტაცებს, არც ეგ არის პრობლემა. შეგიძლია ფორმულა 1-ისა და UFC-ის ღონისძიებების ატმოსფეროც შეიგრძნო. 2026-27 წლის სეზონიდან, კი ჩვენს შეთავაზებეს დავამატებთ კონცერტებსა და შოუებს ლონდონის უემბლიზე, O2 არენასა და მანჩესტერის Co-Op Live-ზე.
ჩვენთან უბრალოდ ბილეთს არ ყიდულობ. MATCHDAY გთავაზობს ნამდვილ თავგადასავლებს, ჭეშმარიტი ფანის გამოცდილებებს, საუკეთესო ადგილს ტრიბუნაზე, წვდომას VIP ზონებზე და მოგზაურობას, სადაც ყველა დეტალი დაგეგმილია. ჩვენი პრემიუმ ტურები და ადგილობრივი თავგადასავლები გულშემატკივრებისთვის სრულიად ახლებურ გამოცდილებებს ქმნის.
რა თქმა უნდა! ყველა ბილეთი 100%-ით ოფიციალური და ლიცენზირებულია, ზოგი კი ექსკლუზიური. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენთან შენი მოგზაურობა სრულად უსაფრთხოა.