2 მაისი, 2026

მანჩესტერ იუნაიტედი Vs ლივერპული

₾ 2095
ბილეთები
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
მანჩესტერი ლივერპული

ისტორიული მატჩი ოცნებების თეატრში

აქ ოლდ ტრაფორდის გრანდიოზულ ატმოსფეროსა და პრემიერ ლიგის ისტორიულ დაპირისპირებას საუკეთესო რაკურსით დააკვირდები. ესაა დეტალებზე ორიენტირებული შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის გულშემატკივრის ყველა სურვილს.
საუკეთესო ადგილები

გარანტირებული ადგილი ოლდ ტრაფორდის N3408 ბლოკში, საიდანაც მოედანი იდეალური რაკურსით ჩანს.

ექსკლუზიური ლაუნჯი

ისიამოვნე უფასო ლუდით, ღვინით, ყავითა თუ გამაგრილებელი სასმელებით შეზღუდვის გარეშე.

გამასპინძლება

მატჩის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში International Suite-ში მოგემსახურებიან, რომელიც ლეგენდარული Stretford End-ის ტრიბუნაზე მდებარეობს.

შეფის მენიუ

სპეციალურად შერჩეული მრავალფეროვანი კერძები Grab & Go სტილში.

ციფრული ბილეთები

ბილეთებს მიიღებ პირდაპირ მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ აპლიკაციაში, მატჩამდე 2-4 დღით ადრე.

დრესკოდი

გაითვალისწინე, რომ ეს წითელი ეშმაკების ტერიტორიაა, ამიტომ ლაუნჯსა და ტრიბუნაზე მოწინააღმდეგე გუნდის ატრიბუტიკით შესვლა აკრძალულია.

შეთავაზების გაუმჯობესება

სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ბილეთი სრულყუფილ ტურად ვაქციოთ, რაც ფრენაზე, სასტუმროსა და ტრანსფერზე ზრუნვას გულისხმობს.

შეუერთდი ფანებს ოლდ ტრაფორდზე

დაჯავშნე
ადგილი

მსგავსი ბილეთები

swipe
1/3
რა არის MATCHDAY by Setanta?

MATCHDAY by Setanta-სთან ერთად, შენ უბრალოდ მაყურებელი აღარ ხარ. ეს არის შანსი, გახდე თამაშის ნაწილი. ჩვენ გაგიშვებთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ ღონისძიებებზე ოფიციალური ბილეთებით, პრემიუმ ტურებით და მოგიწყობთ დაუვიწყარ თავგადასავალს.

რომელ სპორტის სახეობებსა და ღონისძიებებზე შევძლებ დასწრებას?

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ცოცხლად უყურო მატჩებს ინგლისის პრემიერ ლიგაში, იტალიის სერია A-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუ სხვა სპორტის სახეობები გიტაცებს, არც ეგ არის პრობლემა. შეგიძლია ფორმულა 1-ისა და UFC-ის ღონისძიებების ატმოსფეროც შეიგრძნო. 2026-27 წლის სეზონიდან, კი ჩვენს შეთავაზებეს დავამატებთ კონცერტებსა და შოუებს ლონდონის უემბლიზე, O2 არენასა და მანჩესტერის Co-Op Live-ზე.

რით განსხვავდება MATCHDAY-ს შეთავაზებები ბილეთების პირდაპირ შეძენისგან?

ჩვენთან უბრალოდ ბილეთს არ ყიდულობ. MATCHDAY გთავაზობს ნამდვილ თავგადასავლებს, ჭეშმარიტი ფანის გამოცდილებებს, საუკეთესო ადგილს ტრიბუნაზე, წვდომას VIP ზონებზე და მოგზაურობას, სადაც ყველა დეტალი დაგეგმილია. ჩვენი პრემიუმ ტურები და ადგილობრივი თავგადასავლები გულშემატკივრებისთვის სრულიად ახლებურ გამოცდილებებს ქმნის.

ყველა ბილეთი და მომსახურება ოფიციალური წყაროებიდანაა?

რა თქმა უნდა! ყველა ბილეთი 100%-ით ოფიციალური და ლიცენზირებულია, ზოგი კი ექსკლუზიური. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენთან შენი მოგზაურობა სრულად უსაფრთხოა.