ლონდონში დაშვების შემდეგ ტემზას მდინარესთან მდებარე სასტუმროში დაბინავდები. საღამოს გეგმა პაბში შეკრება და გართობაა. გექნება შესაძლებლობა ჯგუფის წევრები უკეთ გაიცნო, გემო გაუგო ინგლისურ ლუდს და საღამო სასიამოვნოდ დაასრულო.
სტემფორდ ბრიჯი გელოდება! თამაშამდე 3 საათით ადრე ჩვენს მასპინძელს შეხვდები. მატჩისთვის გახურებას, ტრადიციულ ლონდონურ პაბში, ჩელსის ფანებთან ერთად და ლუდის კათხით ხელში დაიწყებ. სტადიონზე Westview-ს შესასვლელიდან შეხვალ, სადაც კომფორტული ლაუნჯი და წასახემსებელი დაგხვდება. საბოლოოდ კი თამაშის საყურებლად ადგილობრივი ფანების სექტორთან ახლოს მოკალათდები.
ეს დღე ლონდონს დაუთმე. ამ ქალაქში ისტორიული მემკვიდრეობა, მუსიკა და ფეხბურთი ერთმანეთში ირევა. შეგიძლია ჩვენი მასპინძლის რჩევებს მიჰყვე და ტურისტული მარშრუტების მიღმა იარო, ან პირდაპირ კლასიკა არჩიო: ბუკინგემის სასახლე, ტაუერი, ქემდენი. თუ ფეხბურთის დანაკლისს იგრძნობ, არსენალის ან ტოტენჰემის სტადიონებიც შეგიძლია მოინახულო და უიქენდი ბოლომდე სპორტული გახადო.
მოგზაურობა სრულდება, თუმცა ამ თავგადასავლის ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ ლონდონურ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.
ოფიციალური ბილეთი სტემფორდ ბრიჯის გრძელი მხარის ტრიბუნაზე (ზედა იარუსი).
3 ღამეს გაატარებ სასტუმროში Park Plaza Riverbank
გამოცდილი მეგზური, რომელიც ადგილობრივ საფეხბურთო კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.
ადგილობრივ ქომაგებს ბარში შეუერთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.
პირველი დღის ბოლოს ჯგუფთან ერთად პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).