მოემზადე შენი ცხოვრების ყველაზე ემოციური საფეხბურთო თავგადასავლისთვის. დაბინავდები და გრძელი მგზავრობის შემდეგ დაისვენებ იმ ქალაქში, რომელიც ფეხბურთით სუნთქავს.
პირველად შეიგრძნობ ბუენოს-აირესის საფეხბურთო ატმოსფეროს. კალენდრის მიხედვით, ჩვენი მეგზური საუკეთესო მატჩს შეარჩევს (ურაკანის, არხენტინოს ხუნიორსისა და ველეს სარსფილდის მატჩებიდან ერთ-ერთს). ეს იქნება სრულფასოვანი საფეხბურთო დღე: შევიკრიბებით ლუდის დასალევად და მოისმენ ისტორიებს მეგზურებისგან. შემდეგ შეუერთდები წინასამატჩო სამზადისს მასპინძელი გუნდის ფანების გარემოცვაში. დღის ბოლოს კი სტადიონზე დაიკავებ ადგილს და საფეხბურთო მუხტს პირველივე წუთებიდან შეიგრძნობ.
ეს ამ თავგადასავლის მთავარი დღეა. თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე დანიშნულ ადგილას ჯგუფის წევრებს შეუერთდები. ჩაჯდები მინივენში და გაეშურები “ლა პერვიაზე” - ტრადიციულ მატჩისწინა შეკრებაზე, სადაც ლუდით ხელში თამაშისთვის გახურდები. სტადიონზე მატჩის დაწყებამდე 1.5 საათით ადრე შეხვალ, რომ თავიდან აიცილო რიგები და არ გამოგრჩეს ტრიბუნების ლეგენდარული დახვედრა. წინ დაუვიწყარი 90 წუთი გელის. ეს პლანეტის ყველაზე ცეცხლოვანი დაპირისპირებაა.
გიჟური დღის შემდეგ უფრო მშვიდი გასეირნება გელის. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონდე ადგილს ესტუმრები. მოინახულებ იმ კლუბსა და სტადიონს, სადაც დიეგო არმანდო მარადონა ბრწყინავდა. ეს ტური ადგილობრივ საფეხბურთო ისტორიას გაგაცნობს.
დრო გექნება, რომ ქალაქი შენს გემოზე მოიარო. თუმცა, თუ გსურს, რომ ფეხბურთთან ახლოს დარჩე, გვაქვს დამატებითი შეთავაზებები, მაგალითად ტურები ბოკასა და რივერის მუზეუმებში. დაუკავშირდი ჩვენს გუნდს მეტი დეტალის გასაგებად.
ბოლო დღეს ბუენოს აირესის კიდევ ერთ საფეხბურთო ღირსშესანიშნაობას, ატლანტას სტადიონს ეწვევი. ფეხბურთი მხოლოდ უმაღლესი ლიგა არ არის და ეს იკონური კლუბი თავის დიდ ისტორიაში ჩაგახედებს. დამშვიდობება კი წარმოუდგენელია ნამდვილი არგენტინული ვახშმის გარეშე. გელოდება ტრადიციული ასადო, ლუდი და შესაძლებლობა, შეაჯამო განვლილი უქმეები ჯგუფის წევრებთან ერთად.
ბუენოს-აირესმა გასულ 6 დღეში ბევრი მოგონება და მოსაყოლი ამბავი მოგცა. ახლა დროა, ეს ემოციები, ფოტოები და ვიდეოები თან წაიღო და სახლის გზას გაუდგე.
ოფიციალური ბილეთები ბუენოს აირესში გამართულ რამდენიმე გამორჩეულ მატჩზე, მათ შორის სუპერკლასიკოზე.
6 ღამე სასტუმროში Vilon Recoleta (ორადგილიანი ნომერში)
გამოცდილი არგენტინელი გიდი, რომელიც შიდა სამზარეულოს გაგაცნობს, „ინსაიდერულ“ ინფორმაციას მოგაწვდის და არგენტინულ კულტურას უფრო ახლოდან დაგანახებს.
ექსკურსიები დიეგო არმანდო მარადონასა და ატლანტას სტადიონებზე.
ტრადიციული შეკრება, ე.წ. “ლა პერვია”, ადგილობრივ ფანებთან ერთად მატჩის დაწყებამდე, ნამდვილი არგენტინული ატმოსფეროს შესაგრძნობად.
მონაწილეობა ტრადიციულ არგენტინული ბარბექიუში.