პარიზში დაშვებისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ, საღამოს პაბში შეკრება და გართობა გელოდება. აქ გექნება შესაძლებლობა ჯგუფის წევრები უკეთ გაიცნო, გემო გაუგო პარიზულ სტუმართმოყვარეობას და საღამო სასიამოვნოდ დაასრულო.
მატჩისწინა მუხტის შესაგრძნობად ადგილობრივ ბარში ლუდი, სიმღერები და ნამდვილი საქომაგო ატმოსფერო დაგხვდება. აქედან პირდაპირ სტადიონისკენ დაიძვრები სეზონის ბოლო პარიზული მატჩის სანახავად.
დღეს როლან გაროსის მოინახულებით დაიწყებ, ხოლო შემდეგ პარიზული ფეხბურთის სიმბოლოს, პარკ დე პრენსის, ტური გელოდება. ნახავ თასების ოთახს, პრეს-ლოჟას, გასახდელს და სხვა ობიექტებს.
მოგზაურობა სრულდება, თუმცა თავგადასავლის ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ პარიზულ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.
ოფიციალური ბილეთი პარკ დე პრენსის ცენტრალურ ტრიბუნაზე (ზედა იარუსი).
3 ღამეს გაატარებ სასტუმროში Hôtel Alpha Paris Eiffel by Patrick Hayat.
ადგილობრივ ქომაგებს ბარში შეურთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.
როლან გაროსისა და პარკ დე პრენსის მონახულება.
გამოცდილი მეგზური, რომელიც ადგილობრივ კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.
პირველი დღის ბოლოს ჯგუფთან ერთად პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).