17-20 აპრილი, 2026

ლონდონი გეძახის: ჩელსი vs მანჩესტერი

₾ 5695
თვალი ადევნე დარჩენილ ადგილებს
შეივსო
ლურჯები ეშმაკები

სტემფორდ ბრიჯი: ლონდონის სიამაყე

ლონდონური უქმეები პრემიერ ლიგის ნამდვილ ბლოკბასტერთან ერთად განსკუთრებული ამბავია. ინგლისური ფანობის შესახებ გაგებული ამბების სიმართლეში შენითვე დარწმუნდები. ამას დაუმატე საფეხბურთო განწყობით მოცული ქუჩების, ტრადიციული პაბების თვალიერება და იდეალური საფეხბურთო თავგადასავალიც შეიკვრება.
დღე 1
ჩასვლა და საღამო პაბში

ლონდონში დაშვების შემდეგ ტემზას მდინარესთან მდებარე სასტუმროში დაბინავდები. საღამოს გეგმა პაბში შეკრება და გართობაა. გექნება შესაძლებლობა ჯგუფის წევრები უკეთ გაიცნო, გემო გაუგო ინგლისურ ლუდს და საღამო სასიამოვნოდ დაასრულო.

დღე 2
მატჩის დღე

სტემფორდ ბრიჯი გელოდება! თამაშამდე 3 საათით ადრე ჩვენს მასპინძელს შეხვდები. მატჩისთვის გახურებას, ტრადიციულ ლონდონურ პაბში, ჩელსის ფანებთან ერთად და ლუდის კათხით ხელში დაიწყებ. სტადიონზე Westview-ს შესასვლელიდან შეხვალ, სადაც კომფორტული ლაუნჯი და წასახემსებელი დაგხვდება. საბოლოოდ კი თამაშის საყურებლად ადგილობრივი ფანების სექტორთან ახლოს მოკალათდები.

დღე 3
თავისუფალი დღე

ეს დღე ლონდონს დაუთმე. ამ ქალაქში ისტორიული მემკვიდრეობა, მუსიკა და ფეხბურთი ერთმანეთში ირევა. შეგიძლია ჩვენი მასპინძლის რჩევებს მიჰყვე და ტურისტული მარშრუტების მიღმა იარო, ან პირდაპირ კლასიკა არჩიო: ბუკინგემის სასახლე, ტაუერი, ქემდენი. თუ ფეხბურთის დანაკლისს იგრძნობ, არსენალის ან ტოტენჰემის სტადიონებიც შეგიძლია მოინახულო და უიქენდი ბოლომდე სპორტული გახადო.

დღე 4
დამშვიდობების დროა

მოგზაურობა სრულდება, თუმცა ამ თავგადასავლის ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვება. დადგება გამომშვიდობების დროც. სახლში დაბრუნებამდე ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ გადაიკვითები და შეაჯამებთ ლონდონურ უქმეებს, რომელმაც ერთმანეთთან დაგაკავშირათ.

გამოცადე ინგლისური საფეხბურთო ატმოსფერო

დაჯავშნე
ადგილი
მატჩის ბილეთი

ოფიციალური ბილეთი სტემფორდ ბრიჯის გრძელი მხარის ტრიბუნაზე (ზედა იარუსი).

განთავსება (ორადგილიან ნომერში)

3 ღამეს გაატარებ სასტუმროში Park Plaza Riverbank

ადგილობრივი მასპინძელი

გამოცდილი მეგზური, რომელიც ადგილობრივ საფეხბურთო კულტურაზე უცნობ დეტალებს გაგიმხელს და ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს გაგიზიარებს.

მატჩისწინა შეკრება

ადგილობრივ ქომაგებს ბარში შეუერთდები და თამაშის დაწყებამდე ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროს შეიგრძნობ.

საღამო პაბში

პირველი დღის ბოლოს ჯგუფთან ერთად პაბში შეივლი (შეთავაზებაში შედის ერთი სასმელი).

მსგავსი მოგზაურობები

ლე კლასიკი: პსჟ VS მარსელი

ავსტრია Formula 1 Grand Prix

პარიზული კულმინაცია: პსჟ vs ბრესტი

swipe
1/3